იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი

AutoSharing Option
#Sixth_Man

პირველ რიგში, იგორ კოკოშკოვისა და ილიას ზუროსის შედარების დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის სპეციალისტებთან.

დავიწყოთ კოკოშკოვით:
უძლიერესი მწვრთნელია (ევროპის დონეზე), მაგრამ საქართველოს ნაკრებში მისი დრო უკვე ამოწურული იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეს თავს ვერ ართმევდა კარგად. უბრალოდ, ჩვენი ნაკრები იმ კონდიციაში ჩადგა, ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა და ითვლება. შესაბამისად, ასეთი დონის გუნდს სჭირდება ჩამოყალიბებული სისტემა. ამას კი იგორის ტაქტიკა ვეღარ ესადაგებოდა.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან პროდუქტიულად ათამაშებს გუნდს, რომელსაც ჰყავს
მსროლელები. ამის ნათელი მაგალითია სლოვენიის ეროვნული ნაკრების წარმატება იგორის "თავკაცობით". საქართველოს ნაკრებს კი, რამდენი სტაბილურად კარგი "სნაიპერი" ჰყავს? -  ძალიან ცოტა.

ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერ კლასიკური სტილით თამაში მოგვიწევს (მეპასე გამთამაშებელი, აქტიური ცენტრი და მძიმე ფორვარდი, დაცვაზე ორიენტირებული Role Player-ები). ვიმეორებ - ჯერ!

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სერბი სპეციალისტის წასვლის დრო იყო და ასეც მოხდა, თორემ მას ენთუზიაზმს არავინ უკარგავს. გუნდისა და მწვრთნელის სტილი ვეღარ მიესადაგა ერთმანეთს, უბრალოდ.

რა მოხდა შემდეგ? მოვიდა ილიას ზუროსი, რომელიც ნამდვილადაა კლასიკური კალათბურთის მიმდევარი, მაგრამ, კოკოშკოვისგან განსხვავებით, ენთუზიაზმის ნასახიც არ ეტყობა...

გაგიჩნდათ ბოლო ფრაზაზე პროტესტის გრძნობა? მესმის, იმიტომ, რომ თამაშების დროს მთელი მონდომებით ცდილობს მოგებას, მაგრამ სად ჩანს ენთუზიაზმი, როცა კონკრეტული სისტემის შექმნაა საჭირო? სწორედ ამაზეა საუბარი.

ვამბობთ კლასიკური სტილიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამთამაშებლისა და 3-წამიანი ზონის "მაღლებით" უნდა ხდებოდეს შეტევა.

ილიას ზუროსი ზედმეტად ინერტულად უდგება საკითხს და მისი შეტევა მთლიანად წინახაზელების იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ...

ამის შემდეგ ისმის კითხვა: მწვრთნელი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე დაიბაროს და შეხვედრების დროს ცვლილებები გააკეთოს? - არა, რა თქმა უნდა... ტაქტიკა, სტრატეგია... სადაა ეს ყველაფერი? მაღლებისთვის ბურთის ჩაგდება და იმპროვიზაციის ლოდინი არც ერთია და არც - მეორე.

არ ვიცი, ფედერაცია რას აპირებს, მაგრამ ამ კაცს ან სწორად მუშაობა უნდა მოეთხოვოს, ან იმ კონტრაქტს გადაეხედოს, რომელიც კიდევ ორი წელი გვავალდებულებს ამ ყველაფრის ყურებას...

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ილიას ზუროსი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ენთუზიაზმითა და კლასიკური სტილის ნოვატორულთან სინთეზის მიდგომით დააბალანსებს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 28 /
ცალსახად შეკვეთილი სტატიაა. მცდელობაც არ არის რაიმე შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანის. ესეთ მდგაბიო სტატიებს არ უნდა აქვეყნებდეთ
პატივისცემით
გიორგი :)
giorgi4444
17 სექტემბერი 2020 16:32
1
ჩემი აზრით ეს შეკვეთილი სტატიაა, ვითომ ორი მწვრთნელის შესადარებელი სტატიაა, ამ დროს შინაარსობრივად ზუროსის გასაკრიტიკებელადაა დაწერილი.
?
16 სექტემბერი 2020 16:24
1
სლოვენია დრაგიჩმა და დონჩიჩმა გახადა ჩემპიონი და არა კოკოშამ.ეხლა არ მკითხოს ვინმემ ესენი ვინებიაო.დდ
zaza
16 სექტემბერი 2020 11:50
0
ძალიან არასრულყოფილი ანალიზია, ანუ ზუროსი მხოლოდ მოთამაშეებს იბარებს ვარჯიშებზე და შეხვედრების დროს ცვლილებებს აკეთებს? ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მეგობრულად გირჩევთ, როგორც ერთგული მკითხველი რომ შეეცადოთ თუ ანალიტიკურ სტატიას დებთ, ცოტა მეტი არგუმენტი და ანალიზი მოაყოლოთ, ესე ჰაერზე გასროლა მკითხველის უპატივცემულობაცაა, არაპროფესიონალიზმის მომენტებზე რო არაფერი ვთქვათ. მადლობა, ნახვამდის:)
BSKT
16 სექტემბერი 2020 10:08
0
სლოვენია ჩემპიონი კოკოშამ კიარა დრაგიჩმა და დონჩიჩმა გახადეს.დდ არ ყოლოდა ესენი და ნახავდი რასაც მოიგებდა სლოვენია
zaza
16 სექტემბერი 2020 09:21
1
20 ქულით რომ მოუგებ ესპანეთს ნახევარფინალში მანდ მარტო დრაგიჩი და დონჩიჩი არ კმარა. მწვრთნელის დამსახურებაა ძალიან დიდი
vako
17 სექტემბერი 2020 16:00
2
სტატიის ავტორი კარგად ვერ ერკვევა კალათბურთში.ბოლო 20 წელია არც ერთი თამაში არ გამოცდენია ჩვენი გუნდის. რისი თქმა მინდა ზუროსი არის უძლიერესი ტაქტიკოსი.ეგეთი მწვრთნელი ჩვენ არ გვყოლია. ჩვენს ნაკრებს ყავს სულ 4-5 საშუალო დონის კალათბურთელი და ამ გუნდით ვეთამაშებით ტოლსწორად გრანდებს. ყოჩაღ ზუროს
Gia
16 სექტემბერი 2020 06:22
0
სლოვენიაც ზუროსმა ხომ არ გახადა ცემპიონი
შოთა გუგეშაშვილი
16 სექტემბერი 2020 04:26
8
რა იდიოტობა, ვინ დაწერა ეს? შედეგებს გადახედეთ რა დონის გუნდებს ვუგებთ და საკმაოდ ხშირადაც. ზუროსი ჭკვიანი და პრაგმატული მწვრთნელია, ყველა თამაში მოგება უნდა, არაქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობა ყავს და რა თამაშია ამხანაგური თუ ოფიციალური, აი ზუსტად ასეთი მწვრთნელი გვჭირდება და გვყავს კიდევაც.
გოგა
16 სექტემბერი 2020 00:30
1
აჰა რეგბის მერე წავიდა შეკვეთილი სტატიები კალათბურთზე... ზუსტად ესეთი სტატიებით დაიღუპა ფეხბურთიც, რეგბიც და დაიღუპება კალათბურთიც. კრიტიკა კარგია მარა არა ესეთი უვიცი ავტორების მიერ სტატიების შეთხზვით!!!
mitro
15 სექტემბერი 2020 23:59
1
ძაან დიდი უმადურობაა ეს სტატია ზუროსის მიმართ
ჭანტუ
15 სექტემბერი 2020 21:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული