მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (79:66) შემდეგ, კომენტარი უკრაინელთაგან ყველაზე შედეგიანმა მოთამაშე ვიაჩესლავ ბობროვმა გააკეთა.
"როგორც შეხვედრის წინ ვთქვი, მეტოქის ლიდერებზე ვიყავით ფოკუსირებული - შენგელიასა და მაკფადენზე. ვცდილობდით დაცვაში ჩვენი თამაში გვეთამაშა, მოხსნები გვეკონტროლებინა, მაგრამ მათ პირველ ტაიმში ჩვენს ფარზე ბევრი ბურთი მოხსნეს. დაცვაში კარგი სამუშაო გავწიეთ, ფარზე ადვილი ქულების მოპოვების უფლება არ მივეცით, ფოლის აღებას მაშინაც კი ვცდილობდით, როდესაც სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდათ.
ეს პირველი მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ხომ საკვალიფიკაციოს შემდეგ რაუნდში გავედით. ერთმანეთისთვის
ვიბრძოდით, ჩვენს წესებზე ვიდექით, ჩვენს კალათბურთს ვთამაშობდით და მათ ისე თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით, როგორც სურდათ", - განუცხადა ბობროვმა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის საიტს.