უღირსი საქციელი და ღირსება - საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მარცხის გამო საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინასთან დამარცხებამ ყველას უზომოდ დაგვწყვიტა გული. წაგებაცაა და წაგებაც, მაგრამ ასეთი?! წაგება და მოგება ძმები სულაც არ არიან და ყველაზე საწყენი ისაა, რომ ჩენი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა, რაღაც უინიციატივო იყო, არაბრძოლისუნარიანი და თავისზე შედარებით სუსტ მეტოქესთან დათმო მატჩი, რომელსაც 5 წამყვანი კალათბურთელი აკლდა. არ მიყვარს ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, შეთქმულების თეორია და ა.შ. თუმცა, ილიას ზუროსის გუნდი ამჯერად ვერ გახლდათ ჩვეულად შემართული, სიმაღლეში უპირატესობის მიუხედავად, ფარიც დავთმეთ და თამაშიც.

ისე მოჩანდა, თითქოს მოწინააღმდეგე
უფრო მოტივირებული და გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ადვილი გამარჯვების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინა ადვილად დასამარცხებელი გუნდი რომ არაა, ეს ყველამ იცის - 2017 წელს ევრობასკეტზე 88:81 მოგვიგეს, 2021 წელს თბილისში კი 88:83 დავამარცხეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენმა გუნდმა უბრალოდ ძალები დაზოგა და 4 ივლისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან საბრძოლველად ემზადება. ხდება ხოლმე, როდესაც გუნდი შემდგომ, უფრო მნიშვნელოვან მატჩზეა კონცენტრირებული, აზრით უკვე იქაა და მობილიზაციას ვერ ახერხებს. ძნელი სათქმელია და რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. კიდევ უფრო გაამწვავა ჩვენი რეაქცია უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელის აინარს ბაგაცკისის უკადრებელმა საქციელმა.

რა თქმა უნდა, მთლად სწორი ანალოგი არ არის, მაგრამ ნამატჩევს ერთი საფეხბურთო ისტორია გამახსენდა: 1979 წლის აგვისტოში ტაშკენტის „ფახთაქორის“ ფეხბურთელთა გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, დაიღუპა 17 მოთამაშე, მწვრთნელი და ადმინისტრაციის წევრები. უზბეკური გუნდი სასწრაფოდ სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელებით დააკომპლექტეს, თბილისის „დინამოდან“ თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი გადავიდა (1980 წელს მანუჩარ მაჩაიძეც). ტრაგედიის შემდეგ ტაშკენტელებმა პირველი შეხვედრა ერევანში „არარატთან“ გამართეს, სადაც მიუსამძიმრეს და 3:1 დაამარცხეს. პირველი საშინაო მატჩი „ფახთაქორმა“ თბილისის „დინამოსთან“ ჩაატარა. ქართველებმა ის თამაში შეგნებულად დათმეს (1:2). დავით ყიფიანმა თქვა კიდეც, აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართო. ნამატჩევს „დინამო“ გულშემტკივრებმა მოედნიდან ოვაციებით გააცილეს. შეგახსენებთ, იმ წელს „დინამომ“ სსრკ-ის თასი მოიგო (ფინალში მოსკოვის დინამოს სძლია) და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა.

მოკლედ, უზბეკებმა ჩვენი საქციელი სათანადოდ დააფასეს. ვერ ვიტყვი, რომ გუშინ რიგაში რაიმე მსგავსს ჰქონდა ადგილი და ბაგაცკისის უხამსს ჟესტს არავითარი გამართლება არ აქვს. ეს მეტოქის შეურაცხყოფაა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ თავის შეკავება შეძლეს და სკანდალში არ გაეხვნენ, რასაც ფიბას მხრიდან აუცილებლად შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა. ჩვენთვის კი ეს კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და მომავალში მოედანზე არავის არაფერი არ უნდა დავუთმოთ. იმედია, ესპანეთთან ისევ იმ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, რომელიც ბოლომდე იბრძვის და გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავს.

მიმომხილველი

გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე ვიფიქრე ძალით აცილებენ მეთქი ამდენი აცილებული საჯარიმო მე მგონი შაკილს არ აუცულებია და არც კევინ დაკვორსს. ხუმრობა ხუმრობათ მაგრამ თუ არ მისცეს თამაში მაშინ არზე არ ყოფლინა თოკოს გარდა არც ერთი გუნ დშI. შანაძე და ბურჯანაძე ძალიან ნელები არიან და სანამ რამეს მოახერხებენ უკვე ან აყვანილები არიან ან დაფარებული აქვთ. ბერიშვილი საქართველოს ჩემპიონატზე კარგად თამაშობს მაგრამ ნაკრებში ერთი თამაშიც ვერ ითამაშა სანაკრებო დონეზე. ა დრონიკაშვილი ცოტა ხნით შეუშვეს ბურთის ტარება შესვლა ეხერხება მაგრამ ტყორცნა არც საშუალო დისტანციიდან უვარგა და არც 3 ქულიანის ხაზიდან. მაკფადენიი სროლის წასვლაზეა და საშინლად ითამაშა ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჰქინდა. შერმადინის ასეთი ცუდი თამაში საერთოდ არ მახსოვს არა და ბრჭყინავს ყველა გუნდში ევროპის დონეზე. ბითაზე არ გამოიყენეს მიზეზი უხლი ტკიოდაო თუ რაღაც სხვა მიზეზი იყო არ ვიცით. ამ ბურთის აქეთიქეთ მოძრაობა დროის გაყვანა და ბოლო წამებზე მოუმზადებელი სროლა ფარში არ ვიცი რომელი საუკუნის კალათბურთია. თანამედროვე კალათბურთი სისწრაფეზეა აგებული და დაცვიდან სწრაფ შეტევებზე. გადასვლაზე. ესენი პოირველ პასს უკან აკეთებენ და მერე დრო გაჰყავთ სანამ დაცვა არ ჩადგება. პირველი რაც დიდი დანაშაულია და კალათბირთის ანბანი ბურთის გარედან სწროლა როდესაც ფარქვეშ არავინ არ არის ეს არის საერთოდ გაუგებარია ამ დონეზე. წინა თამაშებში ფევაძემ კარგად ითამაშა როგორც დაცვაში ისე შეტევაში, საერთოდ გუნდში ვერ მოხვდა, ასევე კორსანტია. რა ხდება? ზუროსი ადგენს მოთამაშეების სიას თუ ფედერაცია? მამუკელაშვილი რომ ჩამოვიდეს თუ არ ათამაშე და სკამზე დასვეს რადგან ახალგაზრდაა რა აზრია ქვს არადა ამათ ყველას სჯობია და ყველაზე თანამედროვე კალათბურთს თამაშობს. რა გახდა გამთამაშებელი რომელსაც გარედან სროლა შეეძლება, მოედნის ხედვა დროული პასი გარღვევაზე და ფაფხურა არ იქნება? თუ აჩუქეს თამაში მაშინ რას ბრაზობდნენ კიდევ და შეიძლება სწორი იყო ალბათ ლატვიელი მწვრთნელი ბანძკაუსკასია თუ ჯანდაბა. და სწორიც უთხრა თკალათბურთელებს ერთი ორი წიგნის წაკითხვაც მოუხდებოდათო. თამაშის წინ ბაქი ბუქს ეს გვყავს ის ვყავს და ეს შეგვიძლია და ყველაფერს მოვიგებთ მაგივრათ თავმდაბლათ გასულიყვენენ და ეთმაშათ გამართული კალათბურთი. ძუროსმაც ვერანაერი გავლენა ვერ იქნონია თამასი შესაცველად რაც ისევ აჩენს კითხვას აჩუქეს თამაში? ანდ რატომ? ესპანეთს სახლში მოვუგებთ მაგის იმედით? იმედია მაგრამ ასე შორს ვერ გაფრინდებიან
simartle
03 ივლისი 2022 03:07
1
ვფიქრობ თამაში არ დაგვითმია, უბრალოდ არ გვყავს თანამედროვე სტილით მოთამაშე კალათბურთელები 3 გარდა, შერმადინი არ არის მებრძოლი შენგელიასავით, მას ჰუერტასი ჭირდება ისიც თუ პერსონალურად არ ამოკეტეს, ვერ ხტება ეგეც ფაჩულიასავით, მაგრამ ფარქვეშ კარგია, თიკოს კი 6 წელია ვაკვირდება და ოდნავადაც ვერ გააუმჯობესა მიზანი, მაზილაა უბრალოდ მებრძოლი სულის ფონზე ბევრ შანს აძრობას და ცოტას აგდებს, დანარჩენი არ გვყავს არ ვიცი ბითაძე მამუკელაშვილი როგორ გაუზრდიან რესურს ნაკრებს, ბურჯანაძე სანაძის ერა წარსულია დარჩნენ მარად პერსექტივის აპლუაში, ეგრე რომ მათამაშო შეიძლება ბრმა ქულები მეც ავიღო. წარსულის კალათბურთს ვთამაშობთ, მაკფადენს სროლები თუ არ წაუვიდა ყველა მოგვიგებს ვისაც არ დაეზარება ეს არის მწარე რეალობა და ცხელმა თავებმა თავი შეიკავეთ ურაპატრიოტული და გადაჭარბებული ემოციებისგან, რაც გვღუპავს ერს, ბაგაცკისის ქონდა ნეგატივი გაყოლილი საქართველოში მუშაობიდან, მეორე ზურისის და ბიჭების პროვოცირებაც იყო, წუთშესვენებაზე ვაივიშვიში ატეხეს და მერე ზუროსმა დაიგნორა მისკენ წამოსული ბაგაცკისი და შედეგიც დადგა, დამამცირებელი საქციელი, რა ბიჭებმა შეურაცხყოფა არ მოგვაყენეს თავიანთი უგირგილო და უხეორო თამაშით? ამას მივხედოთ ჩვენ ბაგაცკისის კი განსჯიან. სწორედ მიუთითა ჩვენებს წიგნის წაკითხვაზე, მართლაც ბევრ მომენტში გამოჩნდა უუნარობა და დასაწყისშივე არასწორი მოძრაობები , სამწუხაროდ სხვა სახეობებეშიც არის ეგ პრობლემა, წესების უცოდინრობის და უუნარობის , თორემ წაგების დაზღვეული არავინაა, სხვა სფეროებშიც არის იგივე პრობლემა და იმიტმაც მიგვითითა, ცოტა რეალურად უნდა შევაფასოდ მოვლენები, მეტი ვიშრომოთ და ვისწავლოდ.....
გუსანი
03 ივლისი 2022 11:06
5
არც კი ვიცი რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, ესპანეთი რომელი ნაკრებით ჩამოვა? ისე ყველაფერი რეალობას ეფუძნება, არ გვყავს კალათბურთელები 3 ის გარდა და ისინიც არასტაბილურები და სხვებზე დამოკიდებულები არიან. საინტერესოა ბიჭები თავაინთ პოტენციალს როგორ აღიქვამენ? 5-6 ჯერ რომ ისვრი ახლო მანძილიდან და ვერ აგდებ, არასწორ მოძრაობებს აკეთებ, ელემენტარულ შეცდომებს უშვებ და ამ დროს ვითომ გამოცდილი ქვია-დასკვნები...?! ქვეყანა სადაც არის იქ არის სპორტიც და დანარჩენიც მეტ ნაკლებად...
გუსანი
03 ივლისი 2022 01:14
12
არ იყო გუნდი სათამაშო ტონუსში.ერთი ამხანაგური მაინც უნდა გვეთამაშა ამ თამაშამდე.
dato128
03 ივლისი 2022 17:06
0
ვისაც გგონიათ რომ ან ესპანეთისთვის თავი შემოინახეს, ანდაც უკრაინელებს თამაში მისცეს აზრზე არ ხართ კალათბურთის!!! წლებია ჩვენს კალათბურთში სისტემური კრიზისია და თავს ნუ ვიტყუებთ! წლებია ბავშთა კალათბრუთში კატასტროფა ხდება! გურასპაულმა კიდევ უფრო განამტკიცა ძმა-ბიჭობით წარმოებული სელექციის პროცესი, სანიკიძე პარლამენტშია დაკავებული... ასე რომ უმაღლესი შედეგებისბ მოლოდინი რატომ გაქვთ ვერ ვხდები!
პაატა
03 ივლისი 2022 16:16
3
არავის არაფერი არ მიუცია, რა, სხვები აძლევდნენ და თოკო არ აძლევდა? უბრალოდ კატასტროფულად არ წაგვივიდა თამაში, 20დან 1 სამქულიანი იყო მხოლოდ ზუსტი მეოთხე მეოთხედის დასაწყისში. ელემენტარულად 2ით მეტი სამქულიანი რომ ჩავარდნილიყო (რაც წარმოუდგენელი კი არა, მაინც საშინელი შედეგი იქნებოდა), ან 3 ორქულიანით მეტი , ან თუნდაც რამოდენიმე ჯარიმით მეტი (რაც ჩვენი გუნდის ჩვეულებრივ სტატისტიკაში ჯდება), სულ სხვა თამაში იქნებოდა ბოლოს. იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები კალათბურთში და ნუ გავატანთ ნაბან წყალს ბავშვსაც, ნუ გადავაყოლებთ ამ ერთ წაგებას ყველაფერს.
დათა თუთაშხია
03 ივლისი 2022 13:52
1
რატო გიკვირთ უკრაინასთან წაგება? თბილისში ძლივს მოუგეთ 5 ქულა, მაგის მერე ისინი გაძლიერდნენ, ჩვენ იგივე გუნდი დავრჩით, 30 წელია ცინცაძის გარდა გამთამაშებელი ვერ გავზარდეთ და ეს არაა ფედერაციის ბრალი, იმდენ ფულს, რომ ვყრით ბასკონიის კემპებში და ასე შემდეგ შედეგი სადაა? რა გონება მახვილობა გვაკლია ქართველებს თუ სისხარტე, მეტი რა უნდა გამთამაშებელს? იგივე ითქმის მსროლელის პოზიციაზე მხოლოდ ერთი მარკოიშვილი დამოუკიდებლობის მერე და მორჩა.
რრრ
03 ივლისი 2022 14:41
0
ეს თამაში რომ მოგვეგო აინარს ბაგაცკისის უკადრებელმა საქციელი ძალიან გაგვაბრაზებდა? რაღაც არა მგონია. ჰოდა ეხლა კი ცხენის ნაცვლად უნაგირზე ვიყაროთ ჯავრი და ვამტვრიოთ- ეს რა გვაკადრა ბაგაცკისმაო .
რეალობა
03 ივლისი 2022 08:33
13
რატომ წააგეს და რატომ არ მოუგეს აი ეს არის დანდობა და ცალ მხრივი ძმაკაცობა .ამ ხალხმა არ იციან ძმაკაცობა გადაგეტნათ თავზე ეგ ბურთი და მოგეგოდ აი ის იქნებოდა მაგარი .რა ნაძირალა უნდა იყო შე არამზადა ადამიანი თითის შეგვიძლია გეხმარებათ და აი ასეთ ნაწილი ხალის მნახველი არ ვარ
აკაკი
03 ივლისი 2022 10:27
13
შენ ხომ არ გაჟრიალებს? წადი გამოიძინე იქნებ გამოფხიზლდე და დაუბრუნე ეგ კომპიუტერი პატრონს
აკაკიჩ
03 ივლისი 2022 17:41
2
akaki kako kaki ra unda gadaetenat da gadaexiat roca pircmindat cavaget.nakrebos chavardnis dge iko da moxda ase, magram radikalurad sxva ikneba nakrebi shemdeg tamashebshi. aravis araferi ar miucia
duscatto
03 ივლისი 2022 12:46
3
კვლავ იმ აზრზე ვარ,რომ თამაშის წინ,ან თამაშის დროს,რაღაც მოხდა,რამაც უარი გვათქმევინა თამაშზე.თუ ასე არ არის და ასე უპასუხისმგებლოდ მოემზადნენ თამაშისათვის,მაშინ კი დაუმსახურებიათ უპატივცემულობა.ესპანეთთან მომავალ თამაშზე ფიქრი,ვერაფრით გაამართლებს ასეთ ინდეფერნტულობას.თან ეს გამარჯვება, ჩვენც ძალიან გვჭირდებოდა და მეშინია,საბედისწერო არ გავიხდეს.
სოსო
03 ივლისი 2022 13:33
1
როგორც ბოლო-ბოლო გაირკვა, როგორც ვფიქრობდი კიდეც, წაგებულებს ანუ ჩვენ დაგვიწყია მართლაც უღირსი და სულელური ჭინჭყლობა და საქმის გარჩევა რაღაც წუთშესვენებასთან დაკავშირებით და სხვას რაღას ვერჩით!?
მანანა
03 ივლისი 2022 11:32
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული