ნაცნობი სურათი - მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12
ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
Es ukve umsgavsobaa es nakrebi kiara fermaa
Gio
19 აგვისტო 2022 21:04
1
რა მდგომარეობაცაა გვეყანაში, იგივეა კალათბურთშიც. ორივე იმართება საბჭოთა/რუსული მეთოდებით.ცენტრალიზაცია, კლანები და ნეპოტიზმი. მარტივი მაგალითი - რა უნდოდა ნაკრებში ბოისას (უმცროსს ვგულისხმობ)?! ის არათუ ნაკრების, უბნის დონესაც ვერ ქაჩავდა. ახლა ეს ბატონი მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. რატომ, რა დამსახურებით? აი ასეთი მიდგომებია ყველგან. ჰოდა ბოისასნაირები რომ არაფრის გამკეთებლები არიან, სწორედ ამიტომ უწევთ შენგელიებს და შერმადინებს მარტოს თამაში. შედეგად დაკარგული ნიჭიერი კალათბურთელები და მოკრძალებული წარმატებები.
ახლა წარმოიდგინეთ, თუ ნაკრებში, ყველას თვალწინ, საჯაროდ ასეთი გაუგონარი უსინდისობები ხდება, რა იქნება ასაკობრივებში და კლუბებში. გაფიქრებაც კი მზარავს.
უკვე 30 წელია ჩაკეტილი წრეზე დავდივართ. და მერე გვიკვირს თუ რატომ ვერაფერში ვერ ვაღწევთ წარმატებას. პასუხი კი მარტივია - სისტემა. ჩვენ ჯერ კიდევ ძირმომპალ საბჭოთა კავშირში/რუსეთში ვცხოვრობთ და მათი კლიშეებით ვაზროვნებთ.
და ვისი ბრალია ეს? მიშების, ბიძინების, შევადნაძეების? რა თქმა უნდა, არც მათ დაუკლიათ ხელი, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ისევ ჩვენ ვართ, ხალხი და საზოგადოება. სანამ ჩვენ არ დავძლევთ დამარცხებულისა და მონის მენტალიტეტს, სანამ არ ჩამოვყალიბდებით ძალად, რომელიც თავად უკარნახობს ხელისუფლებებს სამოქმედო გეგმას, მანამდე დავრჩებით გადიდგულებულ, კომპლექსიან და გათითოკაცებულ ჯოგად.
დათო
20 აგვისტო 2022 10:50
1
სრული სიმართლეა! და ის რაც ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ თქვა თავისი “ბედნიერი ერი”-თ. ამას დავამატებდი განათლების დაბალ დონეს ყველა სფეროში.
ჩვენ გვაქვს მაღალი ამბიციები, მაგრამ ხშირად რეალობას მოწყვეტილი. ერთი მერცხალი კი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!
გიორგი
20 აგვისტო 2022 13:29
0
მართალი ბრძანდებით - პრობლემა სისტემაშია, რომლის შეცვლისთვის თავს არ იწუხებს არავინ! ნაკრების მეტ-ნაკლებ წარმატებასაა ამოფარებული ფედერაცია და ეს ჰგონია მხოლოდ თავისი საქმე! კონკრეტული მაგალითი: ფედერაციის გვერდზე თვითონ უდევთ "საამაყო" ნიუსი, როგორ ჩაატარეს 800(!!!)-მდე მატჩი თვენახევარში(?!) ასაკობრივ ჩემპიონატებში (უხერხულობა რომ აეცილებინათ, ზაფხულის თამაშები დაარქვეს). თუ საქართველოს საკალათბურთო ინფრასტრუქტურას, მსაჯების, მწვრთნელების და ა.შ. რაოდენობას გავიხსენებთ, იოლი წარმოსადგენია, ორგანიზების რა ხარისხზე შეიძლება ვილაპარაკოთ... უფრო ღრმად რომ არ ჩავიდეთ, ეს ფაქტიც ხომ ავლენს მომავლისადმი ზერელე, არასერიოზულ დამოკიდებულებას, რაც უახლოეს მომავალში იჩენს თავს, ჩვენდა სამწუხაროდ... ნაკრებს- წარმატებები მთელი გულით!
მასტერს
20 აგვისტო 2022 15:07
0
ვენი, ვიდი, ვეღარვიცი
გივი
19 აგვისტო 2022 21:35
0
ადმინ: იქნებ მოიპოვოთ სტატისტიკა თუ რამდენი მესამე მეოთხედი აქვს მოგებული ჩვენს ნაკრებს ზუროსის მწვრთნელობისას, არ აქვს მნიშვნელობა მოგებულ თუ წაგებულ შეხვედრებს. წინასწარ დიდი მადლობა! უმაქნისმა გურასპაულმა, თავისზე უმაქნისს სანიკიძეს გადასცა ესტაფეტა და ქმნიან ტყუილ მოლოდინებს! ყველა ასაკობტივში ისევ სრული ფიასკო, ჩემპიონატი უვარგისი და ამის ფონზე ზუროსი ამბობს რომ ევროპის სამეულში მინდა შესვლაო... ეს კაცი იყო და არის საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებული მწვრთნელი!!!
პაატა
20 აგვისტო 2022 01:40
4
ეხლა ვნახე და ზედიზედ 9 თამაშია მესამე მეოთხედებს აგებენ.ეს მოგებულ მატჩებსაც ეხება.ერთადერთი მაკედონია რომ გაანადგურეს,მანდ მოიგეს.აშკარა პრობლემაა,რომელსაც იმედია მალე გამოსწორებენ.საერთოდ კალათბურთში მიღებულია აზრი რომ როცა მეტნაკლებად თანაბარი თამაშია,ის იგებს რომელიც მესამე მეოთხედს მოიგებს
ალექსი
20 აგვისტო 2022 08:04
0
გაიხარეთ ბიჭებო, ძლივს ამოვედი ვალებიდან.რა კარგია, რომ იცი წინასწარ უეჭველი წააგებ.
დიმა
20 აგვისტო 2022 00:30
8
იიიიი კარგი რა დიმა ნუ ამბობ ესე :)
Me ar bar Roboti
20 აგვისტო 2022 02:53
0
ზუროსმა თავისი შესაძლებლობები დიდი ხანია ამოწურა. ჩაამთავრებს კონტრაქტს და ვაისივით მილიონებით ჯიბექასქელებული თვალცრემლიანი დაგვტოვებს დაახლოებით ასეთი სიტყვებით: ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ ბოჭებთან და ფედერაციასთან თანამშრომლობა, საქართველო ჩემი მეორე სახლია, წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს. შედეგი კი გვექნება როგორც ყოველთვის ნოლი. პასუხს კვლავ არავინ არაფერზე აგებს, მდიდრები უფრო გასუქდებიან, საწყლები უფრო გახდებიან. საით მიექანები საბრალო საქართველო, რაზედ მოგიწყენია? იმიტომ ხომ არა რომ ათასი გადამთიელი ჩამოგისახლეს და შენი შვილები გაგიყარეს? ცოტაც მოითმინე და ბონდო გვიშველის, გამოდი ბონდო გამოდი, ნუ ეფარები ბუტკასა.
აბუბაქარი, ბონდო აქ არი?
19 აგვისტო 2022 23:53
8
უკრაინასთან თამაშის მერე ვთქვი,ესპანეთის მერე გავჩუმდი, მარა ვინმემ ახსნას, ამათ ვინ მისცა უფლება ქვეყანა დასაცინი გახადონ? ვიინ? ეს არის სირცხვილი! რაღაც კარგი არ ხდება გუნდში, მე ასე მგონია და თქვას ვინმემ. აძალებთ ვინმე? ნუ ითამაშებენ მერე. ან ის შავი კაცი რომაა, რისთვისაა? რაღაცას მაიმუნობს, თითქოს ეზოში თამაშობდეს. აუხსნას ვინმემ ამათ, რა მაისურები აცვიათ და რა, რას ნიშნავს. მე დავიწვი სირცხვილით და ესენი ამხანაგურია, რა მოხდაო. ის მოხდა, რომ აშკარად ძალიან არ უნდათ თამაში და ძალით თამაშობენ. რაღაც ცუდი ხდება მანდ და ნეტა ვცდებოდე...
ლევანი
19 აგვისტო 2022 21:58
2
რა პანიკაში ხართ თუ გახარებული წერთ ვერ გავიგე ? ზუროსი მაგარი მწვრთნელია ამხელა დონის და მნიშვნელოვანი თამაშები არასდროს გვქონია ასი პროცენტიტ ვარ დარწმუნებული თამაშს მალავს ყველა პირველი ტაიმი ვითამაშეთ მაგრად ანუ შეგვიძლია მეორეში განზრახ შემოდის ისეთი ხუთეულები ირეოდა გუნდი პსრსონალური რომ მიეღო ვინმე წამყვანს ასე არ ვიფიქრებდი ყველაფერი კარგად იქნება მაგარი გუნდი გვყავს ამასაც ვნახავთ წარმატება ბიჭებო გაგვახარეთ მაგრად მეიმედებით
Soso
20 აგვისტო 2022 01:19
11
ხომ მარტო ზუროსი "მალავს" თამაშებს და სხვა ნაკრების მწვრთნელები ტყემალზე სხედან.)))
Dato
20 აგვისტო 2022 09:22
0
ხალხნო ნახეთ ყველას მოვუგეთ პირველი ტაიმი და მერე იქნება და მართლა რაღაც სქემებს და ვარიანტებს ამუშავებს ზუროსი დღესაც 4 ქულამდე რო დავიყვანეთ შენგელია და შერმადინი მაინც არ შემოიყვანა და იქნებ მართლა მალავს. წარმატებები ბიჭებს 24 ში და 27დაი და ევროპაზე რათქმაუნდა p.s ბითაძეზე რამე ინფორმაცია მაინც დაწერეთ მოდის თუ არა დავიღალე იმენა ყოველდღე ლოდინოთ
ბათუ
20 აგვისტო 2022 00:59
1
თამაშს ვმალავთ, აი მერე დანალულს თუ ვიპოვით ევროპის ჩემპიონები გავხდებით.ოღონდ თუ ვიპოვით
დიმა
19 აგვისტო 2022 23:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული