საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ბელგიასროგორ ვერ უნდა მოუგო! უსუსტესი გუნდია ადრე უფრო ძლიერი რომ იყო ვაფარჩაკებდით სულ.
გიორგი
01 სექტემბერი 2022 23:27
4
კალათბურთზე წასვლა კი არა, გამორიცხულია თამაშებს ვუყურო. კალათბურთელი როცა ვერცერთი დისტანციიდან ფარში ბურთს ვერ აგდებს - უბრალოდ სასააცილოა...........
kaxa
02 სექტემბერი 2022 02:03
5
ესენი კალათბურთს ვერ თამაშობენ.ყველა ამათი თამაში არის ჯახირი და წვალება.სამქულიანებში ნოლები.დაცვაში ნოლები.საჯარიმოებში ნოლები და მეტი კალათბურთი სხვა რამე კი არ არის.
ჯანაშია ვაგნერი.
02 სექტემბერი 2022 01:44
2
ამხანაგურებში რომ გვათრიეს (2 თამაშს უნგრეთი რო მოგიგებს თრევაა და მეტი არაფერი) მაშინ უნდა თქმულიყო სათქმელი...აბა ვიპოვეთ დამალული? შორს გავფრინდებითთქო რო ვწერდი ჰეითერი მეძახეთ და ა ბატონო. დავწერე კიდეც რა დაიმალა ამხანაგურებშითქო ისევ ისე. ისევ გვბომბავენ სამიანებიდან, ისევ უაზროდ გაწელილი მდორე შეტევები, ისევ ბოლო წამზე უაზროდ გადაგდებული ბურთები, სკამი ისევ ნული, მსროლელები ნული, შეიცვალა რამე? შორს ფრენას გისურვებთ გაშლილი ფრთებით
იბერია
02 სექტემბერი 2022 00:26
1
კიდევ ერთი სამი მაღალი დონის კალათბურთელი გვჭირდება.
გიორგი
01 სექტემბერი 2022 23:28
0
მართალია და თუკი მაგ. რაგბში უკვე 18 წლიდან ვახერხებთ ბავშვების ნორმალურ გუნდებში და ნორმალურ ჩემპიონატებში გაყვანას, ამ კალათბურთს რა დაემართა, რატო ვერ ვზრდით ბავშვებს? საბაზისო უნარები ადრეულ ასაკში ვითარდება. ვიღა დაგაცდის თანამედროვე კალათბურთში ერთი საათი დამიზნებას, მასეთ ბურთებსაც რო ვერ აგდებენ ეგ კიდე სხვა უბედურებაა.
Lindbergh
02 სექტემბერი 2022 00:27
0
სანაძეს და ბურჯანაძეს რა უნდათ ნაკრებშიიიიიიიიიიიიიიიიი
rembo
01 სექტემბერი 2022 23:32
7
და ვინ მიეწვიათ,გვყავს ვინმე უფრო ძლიერი?
დავითი
02 სექტემბერი 2022 00:44
1
საქართველოში კალათბურთი დღეს ძაან ცუდ დღეშია ერთადერთი ნათელი წერტილი მამუკელაშვილი რომელიც სხვა ქვეყანაში აღიზარდა სამწუხაროდ ესაა ჩვენი დღევანდელი რეალობა
geo
02 სექტემბერი 2022 01:07
2
შერმადინი გაიღვიძე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გიორგი
01 სექტემბერი 2022 23:24
2
სტეფ კარი მარტო ნიჭიერი კიარაა, რობოტივით ყველა ბურთი ნასროლი აქვს და კიდე ისვრის ისვრის ისვრის ისვრის და კიდევ ისვრის... ვარჯიშობს ვარჯიშობს ვარჯიშობს ვარჯიშობს და კიდე ვარჯიშობს... ცენტრიდან და გასახდელიდან ჩაგდებას არ გთხოვთ არავინ, საჯარიმოები რაღა გახდა :-/
რა მაფიაა
02 სექტემბერი 2022 00:14
0
ბურჯანაძემ წააგო ეს თამაში
geo
02 სექტემბერი 2022 01:12
6
მართალია, ბურჯანაძემ და მე დავამატებდი ცინცაძემ წააგეს ეს თამაში.
ტარიელი
02 სექტემბერი 2022 07:08
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული