საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ბევრი ტყორცნა იყო უზუსტო, 50%-იც რომ ჩავარდნილიყო ჩვენ გავიმარჯვებდით დიდი სხვაობით, ამიტომ ტყორცნები დასახვეწია სერიოზულად! პირველ არხს ვთხოვ რეპორტაჟის თანაწამყვანი არ იყოს გურასპაული, რადგან ძალიან გამაღიზიანებელია მისი კარნახი და მითითებები მოთამაშეების მისამართით, რეპლიკები და მოთამაშეების შექებები და ა.შ. საერთოდ ბევრს ლაპარაკობს, არ აცდის ლაპარაკს კომენტატორს, რაც მსმენელზე ცუდად მოქმედებს.
გუჯი
02 სექტემბერი 2022 12:05
1
ბიჭები საწყენია ეს მარცხი. ბოლოსდაბოლოს ყველა უძლიერესი კალათბურთელები ხართ და ბევრი გინახიათ ბევრი გიკეთებიათ. რამეს ვითხოვთ ისეთს ? რაც გიკეთებიათ ის აკეთეთ ტო. ყველას და ყველაფერს ეშველა
რა დააშავა საქართველომ? მეტი მონდომება და მეტი მიდგომა.
აევკლ
02 სექტემბერი 2022 09:04
8
ეს შავი ფორმა, რომელი ქურდის საპატივცემულოდ ჩააცვეს გუნდს? დდ ვაი თქვენს პატრონს.
რრრ
02 სექტემბერი 2022 00:01
3
ადრეც მითქვამს და იგივე აზრზე ვარ - როგორც ფეხბურთში ვერ მოიგებ, თუ კარში დარტყმა არ იცი, ანალოგიურია კალათბურთშიც. სროლა არ ვიცით და რატომ გვგონია, რომ ვინმე ესვრის თავის ფარში ჩვენს მაგივრად? დავანებოთ თავი დაცვას, კაცის დატოვებას, ბევრ ჯარიმას, პერიმეტრიდან ვერ ვესვრით, საჯარიმოებს ვაფუჭებთ და მეტი რაღაა კალათბურთი??? ოვერტაიმამდე ბურჯანაძემ რაც გააფუჭა, იქ მორჩა თამაში. მთელი 3 მეოთხედი პირწმინდად ვაგებდით, 4:0-ის მერე სულ მდევრის როლში ვიყავით და მარტო მეოთხე მეოთხედში ბოლოს გავედით წინ. ლოგიკურად იმათ უფრო ეკუთვნოდათ, მაგრამ ჩვენ ამდენი მარცხი აღარ გვეყო? ესპანეთთან და მონტენეგროსთან კოშმარი გველის, ბულგარეთთან აგერ თურქეთს გაუჭირდა.. პლეი ოფს ვინ ჩივის, ნეტავ ერთი თამაში მაინც მოვიგოთ
: )))))))
01 სექტემბერი 2022 23:59
2
გუნდს ყავდეს ბითაძე და მამუკელაშვილი და აგებდე ბელგიასთან???
თემური
01 სექტემბერი 2022 23:40
0
ჯერ კიდე კოკოშკოვის დროს მახსოვს ტაბუ სპორტის სასახლეში რო ვხდებოდით ნელგიიდან გვიგდებდა ლამის სამიანებს 10-15 წლის წინ
ნოდო
02 სექტემბერი 2022 00:35
1
მშვიდობით ევრობასკეტ-22-ო
ჟორა
01 სექტემბერი 2022 23:53
4
რაღაცაში ხომ უნდა ჯობდე მეტოქეს?....რაღაცაში!!!
KOSTAKURTA
01 სექტემბერი 2022 23:51
0
როგორ ვუსაყვედურო ბიჭებს?თავდაუზოგავად იბრძოლეს,მაგრამ მაინც მგონია,რომ გუნდი გადამწვარია.ასეთი რანგის ტურნირზე,სახლში თამაში,ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა გამოდგა და ბიჭებმა სიმსუბუქე დაკარგეს.იბრძვიან,თავს აკლავენ,მაგრამ გამარჯვებისათვის მზად არ არიან.ისედაც დაულაგებელი გვქონდა თამაში და შენგელიას ტრავმამ,კიდევ უფრო აგვირია ისედაც დაულაგებელი სისტემა.სწორედ ეს მგონია, ამდენი შეცდომის მიზეზი.დღეს გოგაც დაგვემტვრა,თუმცა იმედი მაქვს,მოასწრებს ტრავმის მოშუშებას და ბოლოსკენ დახმარებას.მეტოქე წვივის უკანა ნაწილზე დაეცა და სავარაუდოდ,ქუსლთან მყესები უნდა სტკენოდა.უკვე მიჩვეული ვარ,მაგრამ მსაჯებმაც მაგრად იმუშავეს,ჩვენს წინააღმდეგ.საკმაოდ ხშირად ჩანდა დარღვევები,რომელსაც მსაჯები ატარებდნენ და თითქმის მუდამ ჩვენ წინააღმდეგ.ვარი ტყუილად ჰქონდათ.მომდევნო თამაშები,კიდევ უფრო მძიმე გველოდება და იმედია შესძლებენ,უფრო მეტად შეკვრას.დღეს იმდენი და ისეთი შეცდომები დავუშვით,არავის რომ არ ეპატიება.
სოსო
01 სექტემბერი 2022 23:45
0
საშინელი თამაში იყო, მაგრამ შანსი ჯერ არ დაუკარგავთ,ამიტომ ჯერ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს...და ერთი უმორჩილესი თხოვნა მექნება ბიჭებთან მასე ცუდად და საშინლად არ ითამაშოთ.....
ბეგო
02 სექტემბერი 2022 10:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული