ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
ცუდი დღე გვქონდა ძმებო, იქ ხვიჩას გოლი, აქეთ წყალბურთში მეოთხედფინალი, კალათბურთში თურქების დამარცხება, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება ცოტა ხანში!
გამოუსწოურებელი ლიბერალი
05 სექტემბერი 2022 01:26
20
მაგას დაამატე: ლოჩოშვილის დაცვაში კარგი თამაში, მამარდაშვილის სეივი და 5:1, ძიუდოისტების ორი ოქრო!
საქართველოს ამდენი წარმატების გამგონეს, ალბათ, გული წაგივათ თქვენ და თქვენს მეგობრებს, პატივცემულო!..
:-)
ბესო შიოშვილი
05 სექტემბერი 2022 03:27
5
იხუმრა კაცმა, რა მოგივიდათ, ხალხო?! Ნიკიც საღადაოდ შეარჩია, სავარაუდოდ და რა მოგივიდათ?!
მასტერს
05 სექტემბერი 2022 10:29
0
ყველა გამოხმაურება
საკმაოდ ძლიერ, თუმც ძალზე უხეშ და უზრდელ გუნდ -მწვრთნელს მოვუგეთ, გილოცავ საქართველო დღევანდელ გამარჯვებებს, წინ ახალი გამარჯვებებია!!!
ლეო
04 სექტემბერი 2022 23:46
0
შესანიშნავია, წარმატებები! თურქეთის ნაკრების მწვრთნელის წუწუნი აწი ნახეთ. ბოღმისგან გასკდება. :))))))))))))))))
რატი
05 სექტემბერი 2022 00:08
0
კოკმაზი სად ეპატიჟებოდა დუდას? პლეხანოვზე?
Aqsadaqsa
04 სექტემბერი 2022 23:53
1
გილოცავთ! იმდენს და ისე ბრძოლობენ ბიჭები უნდა დაუფასდეთ აუცილებლად. ცოტა მაღალი დონის მწვრთნელი და გამოვა რაღაც.
რუსთავი
04 სექტემბერი 2022 23:34
77
მოლოცვისთვის მადლობა. მარა ზუროს რას ერჩი ძმობას გაფიცებ. როჟამ ნახევარი გუნდით მოუგო თურქეთს. აზრზე არ ხარ ხო კალათბურთის?.
roma bejanidze
05 სექტემბერი 2022 00:08
7
შენ კალათბურთს აღარ უყურო! კარლინგს ან ჭადრაკს მიაწექი
რუსთავს
05 სექტემბერი 2022 00:19
10
ყველა გამოხმაურება
ზუროსზე რომ კიდე ვინმე რამეს იტყვის რა გუნდით, ისიც ნახევარი დალეწილი, ნახევარი გაგდებული, რა გუნდს მოუგო.
რრრ
04 სექტემბერი 2022 23:42
2
რაკი ამ ბრექია და მუდამ გონორზე მყოფ ყიზილებს მოვუგეთ, მართლა აღარ ვჩივი აწი სულ რომ ყველა წავაგოთ!
დათუ
05 სექტემბერი 2022 00:03
5
ამ შემთხვევაში იანიჩარებს ან ასკერებს, ყიზილები სპარსელები (ირანელები) არიან. :)
რატი
05 სექტემბერი 2022 01:04
1
ამათმა როდის უნდა ისწავლონ ღირსეულად წაგება?
გიუშა
04 სექტემბერი 2022 23:35
0
ასე კარგა ხანი არ გამხარებია, ამ ბოღმებს რომ მოვუგეთ, ისე ზემოდან გვიყურებდნენ , რომ ვერც კი წარმოედგინათ რომ ჩვენთან დამარცხდებოდნენ
aleksandre
05 სექტემბერი 2022 10:29
0
ბიჭებო ღმერთმა გაქგახაროთ ისე როგორც მთელი საქართველო გაახარეთ.
უშანგი
05 სექტემბერი 2022 00:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული