ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
ჯერ სად იყო ჩვენთან შეხვედრა,რომ თურქების მწვრთნელი,უკვე ბრალს გვდებდა,ჩვენ თამაშებზე არ შემოდიანო.კიდევ რაღაც რაღაცები.ერთი სიტყვით წინასწარ ჰქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას.თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ძალიან ვამტყუნებ დუდას.არ უნდა აჰყოლოდა ქორქმაზს.ქორქმაზს სულ 4 ქულა ჰქონდა,დუდას კი,ძლივს თამაში წაუვიდა,13 ქულა ჰქონდა უკვე და ეგეც არ იყოს,ფაქტობრივად 7 კაცით ვთამაშობდით და ყოველი კაცის გამოკლება,ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი შეიძლება გამხდარიყო.ჩხუბის დაწყებისას,წინ ვიყავით,მისი გაძევების შემდეგ კი,დაგვეწივნენ და მალე შერმადინიც გაგვიგდეს.რომ არა ბიჭების საარაკო თავდადება და ცოტა გამართლებაც,დამარცხებისთვის უნდა ვყოფილიყავით განწირული.ახლა თუ ინცინდენტი გაარჩიეს და ბიჭებს დისკვალიფიკაციები მისცეს,სულმთლად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.მგონი ეს არაფერში გვჭირდებოდა.თურქები,სპორტულ მოედნებზე, შარიანობით ცნობილები არიან და ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყავით, საამისოდ.ისე თურქებს ჩვენზე გაცილებით დიდი დაძაბულობა,ბერძნებთან აქვთ და ატამანი,შესაძლოა ზუროსთან მარცხმაც გამოიყვანა, ასე ძალიან, წყობილებიდან.
სოსო
17:06 05-09-2022
0
გილოცავთ გამარჯვებას!!! წინ ორი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი თამაშია... წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
16:18 05-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული