ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
სულ გამარჯვებებით გაევლოთ ბიჭებო!!!...
კობა
04 სექტემბერი 2022 23:51
0
საოცრად იბრძოლეს და ამასთან სათანადო კლასიც აჩვენეს ბიჭებმა!!!!!!!!! მადლობა თქვენს გვერდით ვართ ბიჭებოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!
Lebron
05 სექტემბერი 2022 00:11
1
დუდამ როგორც ტუჩების მოძრაობით მივხვდი funking bullshit ო თქვა მგონი და თურქს ალბათ ეგონა მაგინებსო:-)
ალიოხა
05 სექტემბერი 2022 02:17
3
თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა ამ თამაშში თავშეუკავებლობა და ზოგჯერ არასპორტული საქციელიც დაუშვეს. ვფიქრობ შედეგი ზუსტად ასახავს ამ კონკრეტული თამაშის ვითარებას.
დო მაჟორი
05 სექტემბერი 2022 00:11
0
მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს, ორი ლიდერის გამოკლების მიუხედავად მაინც იბრძვიან და შედეგიც სახეზეა
ჯაბა
04 სექტემბერი 2022 23:51
0
ქვემოთ მაგარი აზრი დაწერეს--მართლა ყველანი უნდა წავიდეთ ბელგია -თურქეთზე და ესპანეთი-თურქეთზე და ბელგიას და ესპანეთს ისე ვუბალეშიკოთ მართლა ბოღმისგან რომ გასკდნენ ჩვენი "ოსტორიული და სტრატეგიული მეგობარი" თურქები !
zura222
05 სექტემბერი 2022 09:10
4
ვინც ზუროსზე წერთ საშუალოზე დაბალი დონისაა და გასაშვებიაო არ გეწყინოთ მაგრამ კალათბურთი არ გესმით და არ იცით.... იმ რესურსით რაც აქვს უკეთესად თამაში შეუძლებელია.ძაან მაგარი ადამიანია.
ვეტერანი
05 სექტემბერი 2022 08:47
1
ისეთი მონდომებით თამაშობენ მეამაყება, ჯგუფიდან რომ ვერც გავიდეთ არაა ტრაგედია, მითუმეტეს ნახევარი გუნდი გვაკლია. მთავარია მაგარი თაობა მოდის, ერთი კაი სნაიპერი გვინდა და ევროპის ტოპ გუნდებსაც ავაოხრებთ.
შმოლა
04 სექტემბერი 2022 23:51
0
გილოცავთ ბიჭებო ესეთ ბრძოლას, ულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას, ეს 1 და სხვა მრავალი, დანაკლისის მიუხედავად მჯერა ესეთი ბრძოლით ჯგუფიდანაც გავალთ და რაც შეიძლება წინ უდა ვიაროთ, წარმატებები ყველა თამაშში.
ბესო
04 სექტემბერი 2022 23:58
1
ბურჯანაძეს კალათბურთელობა ვინ დააბრალა...ან ლიგა ენდესაში ვინ ათამაშებს.ამაზე სუსტი კალათბურთელი(კალათბურთელს პირობითად დავარქმევდი) საქართველოს ნაკრებს არ ყოლია და ვიმედოვნებ არც ეყოლება.ბოქოლიშვილი და ბერიშვილიც ბალასტები არიან.ამათ ყველას ერთად აღებულს ფევაძე სჯობდა.მომავალში ზუროსმა ეს უნდა გაითვალისწინოს.
ჯანაშია ვაგნერი.
04 სექტემბერი 2022 23:49
14
gonze ar xar suren
gri
05 სექტემბერი 2022 00:58
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული