ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
ესე ბიჭო ესე, ხო შეგძლებიათ
გოგა
05 სექტემბერი 2022 09:38
0
1121 1121 1121
rembo
05 სექტემბერი 2022 10:43
0
ჩვენმა წინაპრებმა თურქები დაამარცხეს მაშინაც და დროზე ადრე დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია მაშინაც 1121.
გახსოვდეს ისტორია
დიდგორელი
05 სექტემბერი 2022 12:24
0
ეგ რას ნიშნავს?
Irakli
05 სექტემბერი 2022 11:52
2
Burjanadzis kaladburteloba ar gaishvas sadac ar unda itamashos
SN289
05 სექტემბერი 2022 06:40
4
ჯერ სად იყო ჩვენთან შეხვედრა,რომ თურქების მწვრთნელი,უკვე ბრალს გვდებდა,ჩვენ თამაშებზე არ შემოდიანო.კიდევ რაღაც რაღაცები.ერთი სიტყვით წინასწარ ჰქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას.თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ძალიან ვამტყუნებ დუდას.არ უნდა აჰყოლოდა ქორქმაზს.ქორქმაზს სულ 4 ქულა ჰქონდა,დუდას კი,ძლივს თამაში წაუვიდა,13 ქულა ჰქონდა უკვე და ეგეც არ იყოს,ფაქტობრივად 7 კაცით ვთამაშობდით და ყოველი კაცის გამოკლება,ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი შეიძლება გამხდარიყო.ჩხუბის დაწყებისას,წინ ვიყავით,მისი გაძევების შემდეგ კი,დაგვეწივნენ და მალე შერმადინიც გაგვიგდეს.რომ არა ბიჭების საარაკო თავდადება და ცოტა გამართლებაც,დამარცხებისთვის უნდა ვყოფილიყავით განწირული.ახლა თუ ინცინდენტი გაარჩიეს და ბიჭებს დისკვალიფიკაციები მისცეს,სულმთლად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.მგონი ეს არაფერში გვჭირდებოდა.თურქები,სპორტულ მოედნებზე, შარიანობით ცნობილები არიან და ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყავით, საამისოდ.ისე თურქებს ჩვენზე გაცილებით დიდი დაძაბულობა,ბერძნებთან აქვთ და ატამანი,შესაძლოა ზუროსთან მარცხმაც გამოიყვანა, ასე ძალიან, წყობილებიდან.
სოსო
05 სექტემბერი 2022 17:06
0
მადლობა ბიჭებს ...ეს იყო სუფთა მამუკელაშვილის და ანდრონიკაშვილის დამსახურება ...როცა მწვრთნელი არ გვივარგა ამ ორმა კალათბურთელმა უნდა აიღოს თავის თავზე თამაშები...სკამი არ გვყავს ფაქტია...მარკოიშვილი წასვლის მერე 3 ნომერი არ გვყავს...
მოქალაქე
05 სექტემბერი 2022 01:00
43
როცა სათარიგოდან 7 ქულას აგდებენ მგონი მწრვთნელზე ენა არ უნდა მოგიბრუნდეს.როცა 12 წუთი არ გყავს ცენტრი კარგავ თამში ერთერთ გამორჩეულ კალდბურთელს და იგებ მართლა თუ რამე გაგეგება მწრვტნელი არავარგაო არუნდა თქვა
მოსეხონელი
05 სექტემბერი 2022 05:03
0
ზუსტად ზუროსის დამსახურებაა გუნდის წარმატება და დიდი მადლობა მას ასეთი გულიანი და გონივრული შრომისთვის !!!
nika
05 სექტემბერი 2022 08:35
0
კი მაგრამ მწვრთნელი გვყავს?
რეზო
04 სექტემბერი 2022 23:42
36
გილოცავთ გამარჯვებას!!! წინ ორი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი თამაშია... წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
05 სექტემბერი 2022 16:18
0
ყოჩაღ ბიჭებს მაგრად იბრძოლეს. ბრავო ზუროსს რო რაღაცეები შეცვალა და სხანაირად ითამაშეს. მარა რად უნდა ცინცაძე რისთვის დააბრუნა წავიდა მაგის დრო. ცინცაძეს ბევრად ჯობია ბაქრაძე მარა რად გინდა. ან ბერიშვილი რისთვის ყავს ერთხელ არ შეუყვანია სამ თამაშში
გიო-გოლი
05 სექტემბერი 2022 13:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული