ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
ბელგიამ თურქეთს რომ მოუგოს ძაან კარგი იქნება. ყველანი წავიდეთ და ბელგიას, შემდეგ ესპანეთს ვუგულვშემატკივროთ თურქების წინააღმდეგ. ძაან ცუდად იქცევა მაგათი მწვრთნელი.
ისე ესპანეთსაც არ უნდა ეკადრა ბელგიასთან წაგება.
მოკლედ იმედი არის, თუმცა ძაან დიდი ბრძოლები გველის. გოგა გვინდა!!! სანდრო ტურნირის ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა
ზურა
05 სექტემბერი 2022 00:14
0
თუ ესპანეთმა იკადრა ბელგიასთან წაგება, იქნებ თურქეთმა იკადრა იგივე საქართველოსთან?
ზურას
05 სექტემბერი 2022 08:08
8
თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა ამ თამაშში თავშეუკავებლობა და ზოგჯერ არასპორტული საქციელიც დაუშვეს. ვფიქრობ შედეგი ზუსტად ასახავს ამ კონკრეტული თამაშის ვითარებას.
დო მაჟორი
05 სექტემბერი 2022 00:11
0
საოცრად იბრძოლეს და ამასთან სათანადო კლასიც აჩვენეს ბიჭებმა!!!!!!!!! მადლობა თქვენს გვერდით ვართ ბიჭებოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!
Lebron
05 სექტემბერი 2022 00:11
1
გილოცავთ. ახალ თაობაშიც შეუდარებელი მუხტით და გულით გამოირჩევა ჩვენი კალათბურთელების ნაკრები.
ანდრი
05 სექტემბერი 2022 00:09
0
განსაკუთრებით ჰიმნის შესრულებისას, ძაან იმუხტებიან.
დათო
05 სექტემბერი 2022 08:27
0
მადლობა მამუს სამაგალითო ხასიათვისთვის!

ყოჩაღ ბიჭებს ბრძოლისთვის.

ვინც ნივთები ისროლა მოედანზე არის ველური.
გივი
05 სექტემბერი 2022 00:09
7
გვაგინეს თურქებმა ქვემოდან!!!
05 სექტემბერი 2022 01:24
2
100%
რატი
05 სექტემბერი 2022 01:19
6
შესანიშნავია, წარმატებები! თურქეთის ნაკრების მწვრთნელის წუწუნი აწი ნახეთ. ბოღმისგან გასკდება. :))))))))))))))))
რატი
05 სექტემბერი 2022 00:08
0
ყველაფერი კარგი, თამაშითავ ვისიამოვნე და გამარჯვებითაც, მაგრამ ეს კომენტატორები იყვნენ სამარცხვინოები. ბოლოს რომ არასპორტული მისცეს თურქეთს ნაღდად არ გვეკუთნოდა, მწვრთნელი გაბრაზდა თურქების უმტყუნა ნერვებმა და ამათმა დაცინვა დაუწყეს ეხლა ილაპარაკოს ბევრიო. დააბრუნეთ გურასპაული პროფესიონალია და წესები მაინც იცის თან ადამიანობაც გააჩნია და სამართლიანობის გრძნობაც.
Semi
05 სექტემბერი 2022 00:06
34
ბიჭებო ღმერთმა გაქგახაროთ ისე როგორც მთელი საქართველო გაახარეთ.
უშანგი
05 სექტემბერი 2022 00:03
0
რაკი ამ ბრექია და მუდამ გონორზე მყოფ ყიზილებს მოვუგეთ, მართლა აღარ ვჩივი აწი სულ რომ ყველა წავაგოთ!
დათუ
05 სექტემბერი 2022 00:03
5
ამ შემთხვევაში იანიჩარებს ან ასკერებს, ყიზილები სპარსელები (ირანელები) არიან. :)
რატი
05 სექტემბერი 2022 01:04
1
მადლობა ბიჭებო ამ საოცარი საღამოსთვის საოცარი აურა აქვს ამ ახალ დარბაზს დაინგრა ემოციებით ამ შემადგენლობით რა შეძელით , ორივე რომ მოვიგოთ შეიძლება მეორეზეც გავიდეთ მაკედონიას მოგება აუცილებელია გავალთ. გოგაზე დაწერეთ შეძლებს თამაშს
Soso
04 სექტემბერი 2022 23:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული