ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
გილოცავთ ბიჭებო ესეთ ბრძოლას, ულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას, ეს 1 და სხვა მრავალი, დანაკლისის მიუხედავად მჯერა ესეთი ბრძოლით ჯგუფიდანაც გავალთ და რაც შეიძლება წინ უდა ვიაროთ, წარმატებები ყველა თამაშში.
ბესო
04 სექტემბერი 2022 23:58
1
ესპანეთმა რა იკადრა,მაგ არასწორებმა ბელგიასთან როგორ წააგეს, თვალახვეულები რომც ეთამაშონ 10-დან 10-ს მოუგებენ,მაინცდამაინც ეხლა წააგეს, იქეთ სლოვენიამ ლიტვა ჩატოვა ფაქტობრივად ჯგუფში,იმით რომ ბოსნიას დაუწვა,თან ნუ ბოსნიაა, ყოფილი იუგოსლავია გაიყოლა ჯგუფიდან, თან ლიტვა პოტენციური კონკურენტია ჩემპიონობაზე.მოკლედ ყომარობენ ბიჭები,სანამ შეუძლიათ.
საქართველო
04 სექტემბერი 2022 23:56
5
როგორი მარტივია სათქმელად მოუგებს
საქართველო
05 სექტემბერი 2022 06:17
0
რანაირად გაიყვანეს ბოსნია? მოუგებს ლიტვა მაგ ბოსნიასაც და უნგრეთსაც და ურთიერთშეხვედრებით გავა მეოთხეზე,ბოსნია ჩარჩება : 1 სლოვენია 2 გერმანია 3 საფრანგეთი 4 ლიტვა
დავითი
05 სექტემბერი 2022 01:24
0
კოკმაზი სად ეპატიჟებოდა დუდას? პლეხანოვზე?
Aqsadaqsa
04 სექტემბერი 2022 23:53
1
მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს, ორი ლიდერის გამოკლების მიუხედავად მაინც იბრძვიან და შედეგიც სახეზეა
ჯაბა
04 სექტემბერი 2022 23:51
0
ისეთი მონდომებით თამაშობენ მეამაყება, ჯგუფიდან რომ ვერც გავიდეთ არაა ტრაგედია, მითუმეტეს ნახევარი გუნდი გვაკლია. მთავარია მაგარი თაობა მოდის, ერთი კაი სნაიპერი გვინდა და ევროპის ტოპ გუნდებსაც ავაოხრებთ.
შმოლა
04 სექტემბერი 2022 23:51
0
სულ გამარჯვებებით გაევლოთ ბიჭებო!!!...
კობა
04 სექტემბერი 2022 23:51
0
ბურჯანაძეს კალათბურთელობა ვინ დააბრალა...ან ლიგა ენდესაში ვინ ათამაშებს.ამაზე სუსტი კალათბურთელი(კალათბურთელს პირობითად დავარქმევდი) საქართველოს ნაკრებს არ ყოლია და ვიმედოვნებ არც ეყოლება.ბოქოლიშვილი და ბერიშვილიც ბალასტები არიან.ამათ ყველას ერთად აღებულს ფევაძე სჯობდა.მომავალში ზუროსმა ეს უნდა გაითვალისწინოს.
ჯანაშია ვაგნერი.
04 სექტემბერი 2022 23:49
14
gonze ar xar suren
gri
05 სექტემბერი 2022 00:58
7
ბრავო ცოტა სიხარულიც კარგია
ნიკა
04 სექტემბერი 2022 23:47
0
საოცარი დღე იყო:
- კვარამ (ჩვენი დროით 4 სექტემბერს) გამარჯვების გოლი გაიტანა;
- ნიჩბოსანი წივწივაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა;
- ძიუდოისტებმა ბექაურმა და ახალკაცმა ევროპა მოიგეს;
- წყალბურთელებმა უძლიერესი ნიდერლანდები დაამარცხეს და პირველად გავიდნენ ევროპის მეოთხედფინალში;
- კალათბურთელებმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, თურქეთის ნაკრები დაამარცხეს!

გაიხარეთ, ქართველებო!!!
ILIA
04 სექტემბერი 2022 23:47
2
100% მართლაც. ერთი ათასად!
რატი
05 სექტემბერი 2022 00:49
1
იმ *ლის თავს ეხლა თუ მოეწონა ატმესფორო?
კ.მარქსი ფ.ენგელსი
04 სექტემბერი 2022 23:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული