ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
გილოცავთ ყველას, მაგარი ბრძოლისუნარიანობა აჩვენეს და ყოჩაღ ბიჭებს, განსაკუთრებით სანდროს და მაკფადენს. მე მაინც იმ აზრზე ვარ (4 წლის წინაც) ზუროსი არ არის თუნდაც საშუალო დონის მწვრთნელი და მაგიტომ ჩავაგდეთ წინა ევრობასკეთიც და ახლაც იმიტომ ვწვალობთ ასე. არ შეიძლება ასე ემოციურად დახტიდეს მთელი თამაში - თამაშამდე იმუშაოს და შედეგს უყუროს თამაშზე და კორექტივები შეიტანოს მშვიდად. მერე ბიჭებზეც გადადის ეს ყველაფერი. პ.ს. მუდამ რატომ გაგვყავს შეტევის დრო და ცაიტნოტში რატომ ვაგდებთ ფარისკენ ბურთს ვერ ამოვხსენი. და კიდევ 12 წამია დასრულებამდე და 1 ქულაც გვყოფნის, რატომ არ შევდივართ ფარში და მაკფადენის შორიდან ნასროლის რატომ გვეიმედება უფრო?
???
04 სექტემბერი 2022 23:47
14
საკმაოდ ძლიერ, თუმც ძალზე უხეშ და უზრდელ გუნდ -მწვრთნელს მოვუგეთ, გილოცავ საქართველო დღევანდელ გამარჯვებებს, წინ ახალი გამარჯვებებია!!!
ლეო
04 სექტემბერი 2022 23:46
0
ყველას გილოცავთ მოგებას მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია დისციპლინა არის ნოლზე თუნდაც დუდას საქციელი რა იყო გუნდს სწირავდა... ძალიან თავნებურად თამაშობენ ასე არ შეიძლება!!!!
რონი
04 სექტემბერი 2022 23:44
3
კი მაგრამ მწვრთნელი გვყავს?
რეზო
04 სექტემბერი 2022 23:42
36
ზუროსზე რომ კიდე ვინმე რამეს იტყვის რა გუნდით, ისიც ნახევარი დალეწილი, ნახევარი გაგდებული, რა გუნდს მოუგო.
რრრ
04 სექტემბერი 2022 23:42
2
ამათმა როდის უნდა ისწავლონ ღირსეულად წაგება?
გიუშა
04 სექტემბერი 2022 23:35
0
რაკი თურქეთს მოუგეს, მეტი აღარაფერი მინდა. სამარცხვინო ქცევის კალათბურთელები და მწვრთნელი. წავიდნენ და ათათურქთან გვიჩივლონ.
-
04 სექტემბერი 2022 23:34
7
ახლა თურქეთში ვისვენებ, ბარში ვუყურეთ ქართველებმა კალათბურთს. დანა კბილს არ უხსნიდათ , მაგრამ მოგვილოცეს და ღირსეულად მოიქცნენ, განსხვავებით მათი ნევრასტენიკი და უზრდელი მწვრთნელისაგან. მარჯი საქართველოს, გუშინ ხვიჩა, დღეს ახალკაცი და ბექაური, წყალბურთელები და კალათბურთელები, მარტო უსინდისო პოლიტიკოსები არ არის საქართველო. ივერია გაბრწყინდება!!!
არ
04 სექტემბერი 2022 23:56
2
გილოცავთ! იმდენს და ისე ბრძოლობენ ბიჭები უნდა დაუფასდეთ აუცილებლად. ცოტა მაღალი დონის მწვრთნელი და გამოვა რაღაც.
რუსთავი
04 სექტემბერი 2022 23:34
77
შენ კალათბურთს აღარ უყურო! კარლინგს ან ჭადრაკს მიაწექი
რუსთავს
05 სექტემბერი 2022 00:19
10
მოლოცვისთვის მადლობა. მარა ზუროს რას ერჩი ძმობას გაფიცებ. როჟამ ნახევარი გუნდით მოუგო თურქეთს. აზრზე არ ხარ ხო კალათბურთის?.
roma bejanidze
05 სექტემბერი 2022 00:08
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული