სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (83:88) შემდეგ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ ონანმა განცხადება გაავრცელა:

"მატჩები შეიძლება დაძაბული იყოს. ორი მოთამაშე გააძევეს. როდესაც კორკმაზი და ჩვენი ერთი მწვრთნელი გასახდელისკენ მიდიოდნენ, მათ თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ, რომელთაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ (თურქების მტკიცებით, შენგელია, ბითაძე და ასევე, სანაძე) და აგრეთვე, პოლიციელები. მატჩი დასრულდა, ჩვენ წავაგეთ, გასახდელის წინ ორივე მხრიდან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც პოლიციელებიც ჩაერთნენ. ფიბას მივმართავთ, არავის მივცემთ უფლებას, მოგვატყუონ და იდიოტებად ჩაგვთვალონ. კორიდორის კამერებიდან ჩანაწერები სრულად წარმოგვიდგინონ. პრეზიდენტს ვესაუბრე და
თუ ამას არ გააკეთებენ, ტურნირს დავტოვებთ".

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თბილისში ტურნირზე ბევრი ნაკლი დაფიქსირდა, გუნდი სასტუმროდან დარბაზში 45 წუთით ადრე მიემგზავრება, უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, კონსულსაც დაუკავშირდნენ, დაცვის გაძლიერება მოითხოვეს; განაცხადში არმყოფი მოთამაშეები (მაგალითად, შენგელია) სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ყოფილიყვნენ და ფიბას რეაგირებას დაელოდებიან.

მკითხველის კომენტარები / 83 /
მოგება-წაგებას ნამდვილი პროფესიონალები ღირსეულად ხვდებიან და აღიქვამენ. ყველა თამაშს ვერ მოიდებ და ყველა ბურთს ვერ ჩააგდებ.
დათო
05 სექტემბერი 2022 17:39
1
ესეც თქვენი მოძმე თურქი ვისაც მაგის გჯერათ ნეტავ ჩამახედა მაგ ცარიელ თავებში ანდა ისეც ჩანს რომ ცარიელია აღარ უნდა ჩახედვა.
Gio
05 სექტემბერი 2022 17:02
5
უნდა დადოს ფედერაციამ ვიდეო რა მოხდა გასახდელში, ყველანაირი ეჭვი უნდა მოიხსნას. თუ მართლა დაცვამ და რამდენიმე კალათბურთელმა გაიწია, მაშინ მართლები არიან თურქები. ან შენგელიას რა უნდოდა სათადარიგო სკამზე, ასეთი იდიოტები როგორ ხართ ფედერაციაში წესებიც რომ არ იცით.
გიორგი
05 სექტემბერი 2022 16:08
4
თურქი პროვოკატორი რომელსაც თამაშის დაწყებამდეც არ ვეხატებოდით გულზე. და ეხლა საერთოდ გაგიჟდა რომ წააგო.
რამაზი
05 სექტემბერი 2022 14:52
3
ღირსეული ნაკრების უღირსი მწვრთნელი, მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება, თურქეთის ნაკრები დიდი შანსია, რომ ჯგუფში ჩარჩეს, ამაზე მაგრად მოსთხოვენ მას, ჰოდა ვინმეს ხომ უნდა დააბრალოს მწვრთნელმა ეს მარცხი, აგერ ბატონო, ისეთი აუტანელი გარემო იყო, რომ წავაგეთო. მაგას ჯობია, ისევ კალათბურთელებმა გაარკვიონ ერთმანეთში ყველაფერი, სპორტსმენები არიან, შერიგდებიან და ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ. მწვრთნელი კი დღესვე უნდა მოხსნან ნაკრების შეფის თანამდებობიდან. პირველი დღიდან წუწუნებს ეს კაცი და რაზე წუწუნებს ვერავინ ვერ გაიგო. თამაშის ბოლოს ყველა ხედავდა, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს ღირსეული ბიჭები ორივე მხრიდან, ეს მწვრთნელი გასაშვებია მოუსავლეთში.
05 სექტემბერი 2022 14:19
2
დამაწყდა ნერვები, თუ არის რამე ახალი, გამოაქვეყნეთ. გთხოვთ
გია პაპა
05 სექტემბერი 2022 14:08
1
რომ მოგეგოთ,მაშინ ხომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა.
ელგუჯა
05 სექტემბერი 2022 14:06
3
ატამანისნაირი ხალხი მტრები რომაა საქართველოს და თურქეთის ნორმალურ სამეზობლო ურთიერთობებისა,ეს გასაგებია მაგრამ ჩვენი ბევრი უტვინო კომენტატორიც რომ ვნებს საქართველოს სიძლიერეს თავიანთი ვითომ პატრიოტული კომენტარებით,ესეც ფაქტია,ან სანაძის გამოხტომები რაღაა თუ არა ვნება ქართული ინტერესებისა,თამაშით ვერ თამაშობს გადამწყვეტ მომენტებში,შეცდომა შეცდომაზე,დიდგულობს ენბეას გუნდის მოთამაშესთან ,რომელსაც ბევრად ჩამორჩება კლასით,ვნებს რა მატჩის საჩვენოდ მსვლელობას ან რას აკეთებს შენგელია სათადარიგოთა სკამზე,ან სთქვას მაინც,რომ ამხნევებდა გუნდს სათადარიგოთა უკანა რიგებიდან მაყურებელთა,სიტყვით.გასაგებია რომ სპორტი,კულტურა.....განუყოფელია პოლიტიკისგან,მაგრამ საქართველო მთლიანობაში უპირველეს ყოვლისა,ეს ხომ უნდა გვესმოდეს ყველა ქართველს,ახალგაზრდას თუ მოხუცს,უსწავლელს თუ განსწავლულს,წინ საქართველო,გაუმარჯოს მართალ,ძლიერ საქართველოს
ტრაფალგარი
05 სექტემბერი 2022 14:03
16
კაი, ,,ტვინიანო", აწი გავითვალისწინებთ. :))))
რატი
05 სექტემბერი 2022 14:20
8
თუ მართლა ასე მოხდა სამწუხაროდ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ცუდი იქნება.თანაც შენგელიას სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლებაც არა აქვს,განაცხადში არ ყოფნის გამო და ვინ იცის რა სასჯელს მოგვაკრავენ.ბიჭების თავგამოდება წყალში ჩაიყრება.თურქები უკვე ყველაფერზე მიდიან
რომი
05 სექტემბერი 2022 13:48
4
ჯერ სად ხართ ფეხბურთშიც რო გასიამოვნებთ მერე ნახეთ თქვენი ხტუნაობა
aleko
05 სექტემბერი 2022 13:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული