შენგელია: "ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს"

AutoSharing Option
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადება ჩვენი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გაავრცელა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია:

"გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.
როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი, ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მით უმეტეს, ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით, არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაცია დამატებით ჩვენ გასაღიზიანებლად. თურქული მედიის
მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს დღეს, 6 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბულგარელთა წინააღმდეგ გამართავს.

alt"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 16 /
არაა სწორი გასახდელში მიხტომა
გია
06 სექტემბერი 2022 21:53
4
ვინ მიუხტა ვის? ქართველებს აბრალებ?
tttt
06 სექტემბერი 2022 22:11
1
ესენი არიან დაუნდობელი ერი
K K
06 სექტემბერი 2022 19:41
2
ზოგადად ეს არაა შემთხვევითი. თუქრეთს გაეზარდა ძველი ოსმალური მადა. ესაა მიზეზი.
ფეხბურთში მიაღწევს კულმინაციას, სავარაუდოდ ფინალში თურქეთს შევხვდებით თანაც სტამბოლში და იასნა იქაც ამოვტენით
las
06 სექტემბერი 2022 13:36
3
შენ პირს შაქარი!
alexandre
06 სექტემბერი 2022 15:55
0
მოდით რა? ცოტა თვალები გავახილოთ და ყველას და ყველაფერს, ფხიზელი თვალით შევხედოთ! ჩვენ ყველას ძმებს, დებს ვეძახით და რავიცი, რამის მსოფლიოში ყველას ბიძაშვილ-მამიდაშვილები გამოვდივართ, ჩვენივე სულელური მენტალიტეტითვე. მალე ალბათ აქ შემოსეულ უცხო ტომებსაც, ჩვენს ძმებს და დებს დავუძახებთ (პირადად მე არასოდეს დამიძახებია, არც ერთი ერისთვის ძმები) ცოტა თავმოყვარეობას მოვუხმოთ ჯობია და თავზე ნუ ვისმევთ ნურავის, ასე უფრო დაგვაფასებენ!
ქართველებო! დავიფასოთ თავი და ნამეტანი ნუ ვყვებით ნურავის, მაინც არავინ გვიფასებს! გიგა.
06 სექტემბერი 2022 12:46
2
უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,
მას მერე _ ვისიც რამდენად მმართებს:
ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს _
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!
სად ყოვლიარი გადატრუსულა
და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს

მურმან ლებანიძე
ზურა
06 სექტემბერი 2022 14:52
0
ერთი რამე უნდა იყქვას : თურქებმა რომ განცხადებები გააკეთეს ყველა მედიამ აიტაცა მათ შორის ქართულმა და საათები ისე გავიდა მეორე მხარის ანუ ჩვენი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია!!!! ამასობაში ყველა თურქულ ვერსიას ატრიალებდა…. ესაა კრიზისული კომუნიკაცია? ამაში იღებენ ფულს ამდენი პიარის თანამშრომლები?
Gogi
06 სექტემბერი 2022 10:24
3
უი, რა სწრაფად "ამუშავდით", პატივცემულებო?! პიარი მარტო "არგუმენტირებული და გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით გამყარებული" განცხადებების გავრცელებას რომ არ მოიცავს ჯერ არ გაგიგიათ თქვენ?! თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის (მათ შორის არასასიამოვნო) ეფექტურად მართვის ათასი სხვა საშუალება არსებობს! მიუთითეს ზემოთ ამ კრიზისული სიტუციის დროს კომუნიკაციის ხარვეზზე და აღარ გავიმეორებ:რა შუაშია თურქი ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება - ევრობასკეტი დღეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების ფოკუსშია და ყველაფერი, რაც აქ ხდება, ავტომატურად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე! რასაკვირველია, მადლობელი ვარ, რომ ასეთი ოპერატიულობით გამოეხმაურეთ ჩემს კომენტარს, მაგრამ უფრო გამეხარდება, ასეთივე გულმოდგინებით თუ დაგეგმავთ თქვენ სამუშაო სტრატეგიას, მითუმეტეს, როცა ასეთი მოლოდინები არსებობდა ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმის ფორმატში ჩვენი ქვეყანის ე.წ. პრომოუშენთან დაკავშირებთ!
მასტერსი მისტერს-ს-ს
06 სექტემბერი 2022 19:06
0
თურქი ჟურნალისტები, ისევე, როგორც სხვები, მათ შორის ქართველები, შეზღუდულები არ არიან და უამრავ ტყუილ-მართალს ავრცელებენ. რაც შეეხება საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, კულტურის სპორტის ახალგაზრდობის სამინისტროს და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს, მათი განცხადება არგუმენტირებული და გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით გამყარებული უნდა იყოს. ამას კი გარკვეული დრო და ინფორმაციის გაცნობა სჭირდება. ასე რომ, იმ ორგანიზაციებს და მათ პიარ სამსახურებს ტყუილად აკრიტიკებთ.
მისტერს-ს
06 სექტემბერი 2022 13:25
2
ყველა გამოხმაურება
ყველაფერი ლაგდება ისე , როგორც ისტორიულად იყო . ,, მგელი მგლობას არ მოიშლის " ( თუმცა , მაგათი მგლობა არ გაიშვას ) .როცა მაგათი პრემიერმინისტრი საქვეყნოდ აცხადებს , რომ თურქეთი ბათუმის გარეშე არ წარმოუდგენია და ამაზე პასუხს არიღებს , ესენიც თავს გავიდნენ . ,,სტრატეგიული და ისტორიული პარტნიორები " არა ?! - ასე შტერები და მიამიტები ვართ დავიჯერო ?კიდევ ბევრი რამ გამოვა ცოტა ხამში სააშკარაოზე , ჯერ სადა ვართ .
zaza
06 სექტემბერი 2022 04:06
20
ძალიან კარგი სალუსტრაციო ტექსტია 95 საქართველსკენაა 19 ქართველი თურქეთისკენ დანარჩენი დასკვნა თქვენ გამოიტანეთ
rembo
06 სექტემბერი 2022 18:49
0
კი, ზაზა, 100% ხარ. აქ ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ყველას ვურჩევ გადაიკითხოს გენიალური ქართველის მიხეილ ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელის' ერთი თავის - "ჩამოგდებული ნამგალა მთვარე" - პირველი სამი გვერდი და თურქული სერიალებით (რომლებიც ყველა - თურქული პროპაგანდაა და მეტი არაფერი) თავგამოლაყებულმა ქართველებმა გაიხსენონ, რას გვიშვებოდნენ ეგენი. აქვე - არავინ დამწამოს რაშისტობა, სიმართლე ყველას მიმართ სიმართლე უნდა იყოს - თურქის, რუსეთის თუ ევროპელების მიმართ
ზურა
06 სექტემბერი 2022 12:12
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული