საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა

AutoSharing Option
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პროგრამა მაქსიმუმს, დასახულ გეგმას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას უკვე მიაღწია, რაც ისტორიული შედეგია. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში ლომის წილი მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს აქვს. თუ ვინმეს რაიმე პერსპექტივა აქვს, ყველას სანსს აძლევს და ათამაშებს. რა თქმა უნდა, მოკლე სკამი პრობლემაა, მაგრამ, რაც არის, ეგ არის. გუნდში 3 ქულიანების მსროლელის დეფიციტია, არც არავინ ჩანს. თუ ჩემპიონატისთვის ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში იქნება, კაბო-ვერდეს, და ძალიან ძლიერი ვენესუელის დამარცხების შესაძლებლობა არსებობს.
კოტე
01 მაისი 2023 13:16
0
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს და მოიყვანონ ისეთი, აქ გატარებს დიდ დროს დაესწრება შიდა ჩემპიონატის თამაშებს, დარწმუნებული ვარ აწყობს კარგ გუნდს,მაკფადენიც არა უკვე გამოსაძახებელი, ვერ ესვრის ძველებურად, სამიანების გარეშე ვერავის ვერ მოვუგებთ.
გოგა
30 აპრილი 2023 15:57
1
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 10 დღეა საქართველოშია და პლეი-ოფის მატჩებს ესწრება. მას ჰყავს თანაშემწეები, ვინც ინფორმაციას მუდმივად აწვდის. ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და იმ რესურსით, რაც გააჩნია, სუპერ საუკეთესო შედეგს მიაღწია. ნაკრები ევროპის საუკეთესო 12 გუნდში მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. ანუ, პროგრამა მაქსიმუმი მიღწეულია. რაც შეეხება მაკფადენს. მისი შემცვლელის მონახვა ძალზე რთულია, რადგან უფრო მაღალი დონის მოთამაშეს, რომელიც ევროპაშია და სხვა ქვეყნის ნაკრებში არ ირიცხება, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში დიდად არ ხიბლავს. სამქულიანების შესრულებას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვერავის ასწავლი, ეგ შეუძლებელია. მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ შანსი მაინც არსებობს. სლოვენია უკონკურენტოა, ვენესუელა რეიტინგით ბევრად მაღლა, 20 საფეხურით წინ არის.
გოგა-ს
01 მაისი 2023 13:05
0
თემურიმ ძალიან კარგი ჩამონათვალი მოგვცა იმ მოთამაშეების, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ნაკრების გაძლიერება. ყოველშემთხვევაში მარტო პირსახოცის ქნევით არ დაკმაყოფილდებიან.
ჰოდა მე კიდევ 2 კაცს დავამატებდი: ოთარ ბულიავას, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად ირჯება შიდა ჩემპიონატში და ვილი ისიანს.
მართალია ეს უკანასკნელი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს, მაგრამ სამიანების სროლა ეხერხება და თამაშს არ გააფუჭებდა. ყოველშემთხვევაში სატესტო თამაშებში მაინც უნდა გამოვცადოთ.
ალექსანდრე ფევაძე რომ უნდა იყოს ეს ერთნიშნველოვანია.
მაკფადენს რაც შეეხება დაგვიბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა.

მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან მასზე და მთავარ მწვრთნელზე გადაწყვეტილების მიღება.

თუმცა ამ უსაქმური, მუქთამჭამელი ფედერაციის ხელში, მეტი არაა ჩემი მტერი რაიმე ცვლილებები მოხდეს.
დათო
30 აპრილი 2023 14:02
2
უკაცრავად, მაგრამ ახლოსაც არ ხართ რეალურ შეფასებებთან. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზეც ძალზე ზედაპირული ხედვა გაქვთ. სხვა თემებზე ხომ საერთოდ.
დათო-ს
01 მაისი 2023 13:34
0
სანიკიძე და მარკოიშვილი რომ დავაბრუნოთ ნაკრებში? არ გამოვა ვითომ ეგ ამბავი? ბარე ორს აჯობებს.
გია პაპა
30 აპრილი 2023 11:32
2
ცინცო არ დამიტოვოთ, ცინცო. ამ "შედევრის" გარეშე ვერ წარმომიდგენია ნაკრები
დინამოელი
30 აპრილი 2023 00:01
22
უეთესები ვინ გყავს, იქნებ ჩამოთვალო.
ზურა
01 მაისი 2023 13:35
0
ვფიქრობ ვენესუელასთან და კაბო ვერდესდან შანსი გვაქვს სერიოზული. H ჯგუფში საფრანგეთთან და კანადასთან უშანსოდ ვიქნებოდით. აქ კი შეგვიძლია მეორე ადგილზე ფიქრი რაც სავსებით რეალურია. მთავარია ტრამვებმა არ შეგვიქმნას პრობლემა. მაინც მჯერა რომ მეორე ადგილზე გავალთ. თან თოკოსთვის და გიოსთვის პირველი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი არის და მაქსიმუმს გაიღებენ. ასევე მამუ და ბითა დიდი ძალაა ჩვენთვის. საქართველოოო წიინ!
Joko
29 აპრილი 2023 23:47
3
ამ ნაკრების მაქსიმუმი იყო მსოფლიო ჩემპინარტზე სამარცხვინოდ გასვლა
ირაკლი
29 აპრილი 2023 20:38
88
ეს არ არის ჩემპიონატზე სამარცხვინოდ გასული ნაკრების მაქსიმუმი
ბს
29 აპრილი 2023 22:53
10
შენ მგონი იმისიც გრცხვენია რომ ქართველი ხარ, თუ ხარ კიდე საკითხავია
ირაკლის
29 აპრილი 2023 22:36
2
ყველა გამოხმაურება
1.ვენესუელა შეკრული გუნდია, კარგად ისვრიან და მაღალ ტემპში თამაშობენ - მისი მინუსია მაღლების ნაკლებობა, ყველაზე მაღალი 206 სმ-ს არის.ყველა მოთამაშე ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს. ჯგუფი სუსტი ჰყავდა - არგენტინის გარდა პარაგვაი და პანამა, მაგრამ არსებითია, რომ მათ არგენტინას მოუგეს ბუენოს-აირესში 13 ქულით. 2. კაბო ვერდე ჩემთვის უცნობია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩი მოუგო ნიგერიას. რუსტერიდან ყველაზე ცნობილია რეალის ცენტრი ტავარესი (220 სმ), კიდევ 3-4 კაცი ესპანეთის სხვადასხვა ლიგაში თამაშობს. და მე-3 და ყველაზე მთავარი - უშუალოდ ჩვენი ნაკრები! ცენტრების და მძიმე ფორვარდების ხაზით ურიგოდ არ გამოვიყურებით, მაგრამ პრობლებემია პირველ, მეორე და მესამე ნომრებზე - გამთამაშებელი პრაქტიკულად არ გვყავს (ცინცაძე დაბერდა, ხოლო რატი ამ ფუნქციას ჯერ ვერ ასრულებს), მეორე ნომერზე მაკფადენმა ასაკთან ერთად აშკარად უკლო და თავის საფორმო სამიანებს ძალიან დაბალი პროცენტით ისვრის (მათ შორის მურსიაშიც), სანაძე კი ძალიან არასტაბილურია. მსუბუქი ფორვარდი გუნდში ნომინალურადაც არ გაგვაჩნია. ჩემი მოკრძალებული აზრით საჭიროა დარჩენილ დროში ფედერაციამ დაგეგმოს რაც შეიძლება მეტი სპარინგი და სინჯებზე მოიწვიოს ახალი მოთამაშეები, კერძოდ ლუკა ბულაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ავალიანი (სევანი ტაიგერსი), დათო ქაქუშაძე (როკჰერსტი 69), ცოტნე ცარციძე (ჩრდ.დაკოტა), ნიკა მეცხვარიაშვილი (მონრო უორჰოქს), რომლებმაც შესაძლოა აჯობონ კიდევაც ამჟამინდელი ნაკრების 3-4 წევრს. ჩემპიონატზე წარმატების შანსი მეტად მოკრძალებულია, მაგრამ ამავე დროს წამყვანი მოთამაშეების ასაკის გათვალისწინებით (თოკო და გიო) საჭიროა პერსპექტივაზეც ფიქრი!
თემური
29 აპრილი 2023 20:05
2
ეგ პრობლემები რომ არის, დიდი დაკვირვება არ სჭირდება. გუნდმა სწორედ მაგ ნაკლით მაქსიმუმს მიაღწია და ეგ უკვე ძალზე დასაფასებელია, განსაკუტრებით მთავარ მწვრთნელს უნდა ვუმადლოდეთ. რაც შეეხება თქვენს მიერ ბოლოს ჩამოთვლილ კალათბურთელებს, მათი უმეტესობა ნაკრების დონის ვერ არის და არც პერსპექტივა გააჩნიათ.
ლაშა
01 მაისი 2023 13:42
0
მადლობა ჯერ იმისთვის, რომ გამართული ქართულით წერ და მერე კიდევ მადლობა ასეთი კომპეტენტური კომენტარისა და ინფორმაციისთვის.

მწვრთნელის პრობლემაზე გვესაუბრე ბარემ და არც მესამე მადლობას დაგზარდები :)
თემურ
29 აპრილი 2023 21:09
1
ევროპაზე რაც დაგვემართა კარგად ვიცით,მწვრთნელი თუ არ შეცვალეს ევროპა მონაგონი იქნება.
თოკოს შერმადინი ბითაძე და მამუს რომ ვერ გააერთიანებს მწვრთნელი და გადანაწილებს ამ ოთხ მოთამაშეს ოპტიმიზმი გაქრება.
და კიდო 3 ნომერი არ გვყავს.2ნომერი არ გვყავს და მაკფადენი უპროგნოზო მოთამაშეა.
მწვრთნელი გვინდა რომ გუნდი გააერთიანოს და არა დაშალოს როგორც ევროპაზე.
კარგი შანსი გვაქვს გასვლის და არ უნდა დავკარგოთ
აბდულაი
29 აპრილი 2023 19:43
8
ევროპაზე არავიტარი ჩავარდნა არ ყოფილა. ჯგუფიდან გასვლა ვერ შესძლე, რადგან რეიტინგით მაღლა მდგომმა გუნდებმა გადაასწრეს. ანუ, ყველაფერი ობიექტურად დასრულდა. მით უმეტეს, გუნდის მთავარი ძალა, თოკო შენგელია არ თამაშობდა, ხოლო ტრავმირებული ბითაძე შესაძლებლობის ნახევარსაც ვერ აჩვენებდა. მწვრთნელმა ისტორიული შედეგი დადო და გუნდი მსოფლიოზე გაიყვანა. ეს უკვე უდიდესი მიღწევა და წარმატებაა. გასაგებია, მეტი გვინდა, მაგრამ სურვილები საკუთარ და სხვის შესაძლებლობებს უნდა შეუსაბამო. მწვრთნელი საუკეთესო და საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურია. შედეგი სახეზეა.
აბდულაი-ს
01 მაისი 2023 13:51
0
არავინ არ შეცვლის მწვრთნელს წარმატების შემდეგ ფინალური ეტაპის წინ არაა იმდენი დრო ახალმა რამე ქნას კაცი ამდენი წელია აქ არის ისტორიაში პირველად ასეტი შედეგი დადო და ახალმა იბლატაოს? სადაა ეგრე ოფიციალური მატჩი არ გვექნება და ახალმა როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ნაკრები? მარტო გაცნობას მოუნდება 1-2 წელი მითუმეტეს უცხოელი აბა ქართველი მე არ მახსენდება ვის ექნება შანსი და ნებისმიერი უცხოელი წარუმატებლობისტვისაა განწირული სულ რო პოპოვიჩი და კერი ჩამოვიდეს იმდენად ცოტა დრო და არცერტი ოფიციალური თამასი არ გვექნება და ამხანაგურით ვერაფერს მიხვდება
ნოდო
30 აპრილი 2023 02:07
1
გიორგი შერმადინს დავუჭიროთ მხარი, თორემ ბოსნიელბი გვჯობიან, მუსა შარშანაც გახადეს გამარჯვებული და წელსაც გვჯობნიან,იაქტიურეთ!!!!!!!
!!
29 აპრილი 2023 19:10
3
ლიგა ენდესას ინსტაგრამ გვერდზე კვარამაც დაუჭირა მხარი შერმოს!!!
!!-ს
29 აპრილი 2023 21:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული