საქართველოს ნაკრები კაუნასში სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, „ჟალგირისის არენა“ პირთამდე გაივსო. მცირე ტრავმის გამო ჩვენს ეროვნულ გუნდს ბითაძე ვერ დაეხმარა. მასპინძლები სამი მეოთხედი უკეთ თამაშობდნენ, 17 ქულით წინ იყვნენ და საქართველოს ნაკრებმა წაგებული მატჩი კინაღამ შემოატრიალა.

მეოთხე პერიოდი ზუროსის შეგირდებმა ჩინებულად ჩაატარეს, ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება შეძლეს, შემდეგ შერმადინმა მეხუთე პერსონალური მიიღო, მაკფადენმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო წამზე დიმსამ ორქულიანი ჩააგდო და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

30 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი შენგელია იყო (პლუს 4
მოხსნა და 7 პასი), მამუკელაშვილმა 19 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა და შერმადინმა - 18-18, სანაძემ და ცინცაძემ - 5-5, ჯინჭარაძემ - 4, ტურძილაძემ - 2, ანდრონიკაშვილმა კი - 1. ლიეტუველთაგან ვალანჩუნასმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო იოკოუბაიტისმა - 19.

ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 აგვისტოს რიგაში, ლატვიასთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
პრობლემაა დაცვა და სათადარიგოები, საჭიროა მაღალი კლასის სათადარიგო გყავდეს შეიძლება პირველ ხუთეულს მეორე ხუთეულმა აჯობოს. ჩვენ შემთხვევაში პირველს ძალები არ ყოფნის საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
სვანსკი
02 აგვისტო 2023 11:43
0
Satadarigoebi verafers aketeben burts saertod ver agdeben.albat yvelaze susti satadarigo skami gvyavs
Joo
02 აგვისტო 2023 05:05
1
მე-3 პერიოდში მეგონა 20 ქ მეტს წავაგებდით. ამიტომ ძალიან კმაყოფილიც კი დავრჩი ასე გულდასაწყვეტად რომ წავაგეთ. ლიტვა გრანდებს განეკუთვნება. იმედია ჩვენები კიდევ მოუმატებენ ასეთი მე-4 პერიოდის შემყურეს გამიჩდა იმედი. ვნახოთ ლატვიასთან როგორ ვითამაშებთ. წარმატება ბიჭებს.
G.LA
02 აგვისტო 2023 00:15
2
თავის მოტყუება არ ღირს,დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს და შეტევის ორგანიზებაშიც.ლიტველებმა,თამაში მოგებულად ჩათვალეს და ამის შემდეგღა შევამცირეთ,სხვაობა!უკვე დავიმკვიდრეთ,რომ ბოლო შეტევას,ჩვენ ვაფუჭებთ და მეტოქეს ვაგდებინებთ.მამუკელაშვილმა,სულ ცოტა სამჯერ ჩააბარა ბურთი მეტოქეს,როცა ფარქვეშ შედიოდა და ტყორცნის სანაცვლოდ,ვითომ თავისიანს უპასა,სინამდვილეში კი,მეტოქეს გადასცა.საერთოდაც,ძალიან ბევრი დაკარგვა დავაქუჩეთ
სოსო
02 აგვისტო 2023 00:15
11
ცინცაძემ კარგადაც რომ ითამაშოს დაკარგვებით და გარბენებით მაინც ზარალია
A
01 აგვისტო 2023 23:28
1
ამხანაგურია მაგრამ 17 ქულით ჩამორჩენა კეიპ ვერდესთან და ვიღაცეებთან იმედია არ მოხდება:) ეგვიპტესძტან რა მოხდა არ ვიცი ალბათ ფარაონების ბრალი იყო:)
simartle
01 აგვისტო 2023 23:20
6
კარგი რა ზუროს!!! ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სამწვრთნელო შტაბი უკვე მერამდენედ სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებს!!! 24 წამი ქონდა ლიტვას შეტევისთვის და ჩვენებს ბურთის გამოტანისთანავე უნდა აეღოთ ჯარიმა! ლიტვა ვერ ისროდა ჯარიმებს კარგად სა შეიძლებოდა მინიმუმ ერთი გაეფუჭებინათ ან ორივე! ჩვენ შეტევისთვის გვექნებოდა 20 წამი! თუ ლიტვა ერთ ჯარიმას მაინც გააფუჭებდა იძულებულები იქნებოდნენ დაზღვევის მიზნით ( რომ ბოლო წამებზე 2 ან 3 ქულა არ მიეღოთ კალათში და ჩვენი ნაკრები წინ არ გასულიყო) თვითონაც აეღოთ მალევე ჯარიმა. ჩვენები კარგად ისროდნენ და 2 იდან ერთიც რო ჩაეგდოთ სტატუსკვო აღდგებოდა 2 სან 2 ის ჩაგდებისას წინ გავიდოდით ერთი ქულით! იმ შემთხვევაში კი თუ ლიტვა ორივე ჯარიმას ჩააგდებდა და წინ გავიდოდა 2 ქულით ჩვენ გვექნებოდა შეტევისთვის 20 წამამდე და შევიდოდით ფარზე ბოლო წამებზე ნაღდი 2 ქულიანისთვის ჯარიმის ზღვარზე რომელსაც შეიძლებოდა მოყოლოდა +1 და გავსულიყავით წინ ბოლო წამებზე ან მინიმუმ 2 ქულის აღებით გადავიდოდით ოვერტაიმში!!!! ამნიუანსების გათვლა დავიჯერო ასე ძნელია? მეტოქეს გადამწყვეტი შეტევისთვის 24 წამი რო არ უნდა დაუტოვო და თამაშის ბედი არიოლ-რეჟკაზე ( იქნებ სროლისას ააცილონ და ბურთი არ ჩავარდეს) არ უნდა ააგდო!!! მერამდენედ უკვე!!!
ნიკოლოზი
01 აგვისტო 2023 23:17
14
მარადიშვილის გაქართველებას ცდილობენ(ზოგადად ვამბობ) სულით რუსის და ბეჟანიშვილი, საქართველოში დაბადებული გაზრდილი ავსტრიის სახელით უნდა გამოდიოდეს თქვე მამაცხონებულებო?! რამდენს აჯობებდა ის ჩვენს ნაკრებში...
Mr.kostaia
01 აგვისტო 2023 23:10
7
არავის არ ეწყინოს, მაგრამ ტურძილაძეს, ბექაურსა და ბურჯანაძეს ვფიქრობ აჯობებდა გიორგი ბეჟანიშვილი...აწი რა აზრი აქვს,ვერაფერს შევცვლით, უბრალოდ იმაზე მწყდება გული კარგი ქართველი სპორტსმენები სხვა ქვეყნის სახელით არ უნდა გამოდიოდნენ და გადაჯიშებულ,გარუსებულ(ფეხბურთელი მარადიშვილი მყავს მხედველობაში),რომელთაც ქართველის იოტისოდენა დნმ-ი საერთოდ არ გააჩნიათ,გვარის გარდა, იმათ ვებღაუჭებით როგორმე მოქალაქეობა მივცეთ, რათა ნაკრებში ვათამაშოთ. მესმის ისეთი ფასდაუდებელი და თავის პოზიციაზე ჩვენებურებზე უფრო ძლიერი სპორტსმენები თუ იქნებიან, კიდევ ჰო, მაგრამ ასეთები შეინახონ თავიანთ ქვეყანაში
Mr.kostaia
02 აგვისტო 2023 14:08
1
ბეჟანიშვილი თამაშობს 4-5 ნომრად. ამ პოზიციაზე გვყავს შეაბამისად, მამუ - თოკო და შერმადინი - ბითაძე. გვიჭრს 3 ნომერი - მსუბუქი ფორვარდის პოზიცია (მამუს უწევს ზემოთ აწევა და თამაში, რაც არ არის მისი კლასიკური პოზიცია, სხვა არც არავინ გვყავს). და 1 ნომერი გამთამაშებელი. ერთი მსროლელი მცველიც არ გვაწყენდა თედოს შემცვლელად. ბეჟანიშვილი ვერ უშველის საქმეს.
ნუგზარი
02 აგვისტო 2023 01:05
4
რავიცი ლიეტუას გასვლაზე 100+ ქულას რომ ჩაუგდებ თემაა. თან იმის გათვალისწინებით რომ ბოლო მეოთხედს 82:65 იწყებ(პლიუს ბითაძე არ გაკლია)
ბნელი გრუზინი
01 აგვისტო 2023 23:04
3
ბრავო, ბიჭებო!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
01 აგვისტო 2023 22:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული