ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი გუნდი G ჯგუფში სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად იასპარეზებს.

გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.

პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.

24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები –
კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს, კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი - ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუკი, დავუშვათ, პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფში პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუ მეტ-ნაკლებად ნორმალური ჯგუფია თამაში შეიძლება ფინეთთანაც და სერბეთთანაც ნუ წესით თითო თამაშის მოგება რეალური არის სახლში.სერბეთს თუ ვერა ფინეთს კი უნდა მოვუგოთ ერთი თამაში აქ თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია,ისე გაგვიმართლა შეიძლებოდა ფინეთის მაგივრად უკრაინა ან ხორვატია მოგვსვლოდა რომელიც საერთოდ არაა მასპინძელი, ასევე სერბეთის მაგივრად ორი გიგანიტი საფრანგეთი და ესპანეთი ერთი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მეორე ვიცე ჩემპიონი,ასე რომ თუ რამე არ გავიჩალიჩეთ ძალით, წესით უნდა გავიდეთ ამ ევროზე
ბნელი გრუზინი
21:15 08-08-2023
4
მადლობა ღმერთს კვიპროსი აგვცდა
შაკო
19:08 08-08-2023
0

სიახლეები პოპულარული