- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაჰყვება ჯგუფში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება, 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს და მეოთხედფინალში გავიდეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას შეხვდება.
ვენესუელასთან მოგებული მატჩის (70:59) შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა ეს წარმატება დაიმსახურეს, ესაა
ქართული სული და გული, საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდნენ, ყველას ულოცავს გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმის გაკეთებას დაგვპირდა.
"ისტორია დავწერეთ და ბედნიერები ვართ. ეს წარმოუდგენელია და გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ფინალივითაა. თამაშიდან თამაშამდე მივიწევთ წინ. გამოცდილ გუნდებს ვუპირისპირდებით, მეტოქეებს NBA-ს ბევრი კალათბურთელი ჰყავთ, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ", - დასძინა ზუროსმა.
ზუროსო წადი წადი დაგვანებე თავი და ხმას ნუ იღებ. ბიჭების ხარჯზე ბიჭების კისერზე ხარ ჩამოკიდებული.ერთი ნორმალური 5 თეული ვერ შეარჩიე და რაღა გინდა გუნდში.
ჩვენი, პატარა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდებს შორის არის!
ათასი მადლობა ჯერ ბიჭებს და მერე ყველას, ვინც ამ უდიდესი გამარჯვების თანაზიარია!
მსოფლიო კალათბურთის სამყაროში საქართველოს სახელმა დაიქუხა! კომენტატორები ნუ ლუღლუღებენ! მათი დიდი წვლილი იქნება თუ საზოგადოების ნაწილმა ჯეროვნად ვერ აღიქვა ის რაც მოხდა!