საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

ილიას ზუროსმა ანდრონიკაშვილს, მაკფადენს, სანაძეს, შენგელიასა და ბითაძეს უხმო. როგორც ხედავთ, ბერძენმა სპეციალისტმა გიორგი შერმადინი მეორე ხუთეულში გადასწია და თავიდანვე აგრესიული ცენტრით დაიწყო.

საწყის წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა აქცენტი სამქულიანზე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, მაგრამ თამაში არც გერმანელებს არ გამოსდიოდათ, 5 წუთის თავზე ანგარიში 9:9 გახლდათ. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სროლა არ წაუვიდა, სამწამიანში არ იტვირთებოდნენ ჩვენი მაღლები, ამას დამატებული 5 დაკარგვა და
გერმანიამ ტაიმი 22:16 მოგვიგო.

მეორე მეოთხედში გერმანია სივრცეებს კარგად იყენებდა და პერიმეტრიდან გვსჯიდა, 4:20 წუთით ადრე თორნიკე ვოიტმანთან ჭიდაობისას ზურგით ცუდად დაეცა და სათადარიგო სკამზე გადაჯდომა მოუწია, ქართველებმა კი ეტაპობრივად სხვაობას ამცირებდნენ, კვლავინდებურად კარგი იყო მამუკელაშვილი, 1:07 წუთით ადრე კი საერთოდაც წინ გავედით, საბოლოოდ, პირველი ტაიმი 41:43 დავთმეთ.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სანაძის ნაცვლად მოედანზე მამუკელაშვილს უხმო, თორნიკე შენგელია კი დაბრუნდა და ტრავმას გადაურჩა. მესამე მეოთხედში გერმანელებმა პერიმეტრიდან მოუმატეს და 13 ქულით გაგვექცნენ, ბრწყინვალე იყო ანდრეას ობსტი, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა, შემდეგ გერმანია 16 ქულით დაწინაურდა, თუმცა გერმანელების ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა ჩაჭრა, ენდვანით დააგვირგვინა და დისაიდერი 10 წუთეულის წინ 13-ქულიანი ჩამორჩენით შევედით.

მეოთხე მეოთხედში მეტოქე პერიმეტრიდან შედეგიან სროლას აგრძელებდნენ, ფანტასტიკური იყო მაოდო ლო, რომელიც ბოლო მეოთხედამდე 0 ქულით მივიდა, შემდეგ კი 6/6 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა, თორნიკე შენგელიამ აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც გითხარით, მაოდო ლომ 18 ქულა ჩააგდო, დენის შროდერმა კი - 16.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 97 /
სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების წევრები წლების განმავლობაში რომ ლიდერობდნენ იგივე თამაშს ვეღარ აჩვენებენ. დიდი დრო არ დარჩა როცა ნაკრებს დაემშვიდობებიან შენგელია, შერმადინი, მაკდაფენი, ცინცაძეზე აღარაფერს ვამბობ, ახლები კი სამწუხაროდ იმედებს ვერ ამართლებენ. ასაკობრვი ნაკრებების შედეგები ხომ მთლად კატასტროფულია. როგორც სჩანს უნდა მოვემზადოთ ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისისათვის. ახალი თაობის გაზრდაში რაღაც დააკლო ფედერაციამ და შედეგებს მალე მოვიმკით!
Irakli
01 სექტემბერი 2023 16:34
0
ვისაც ამათი ნათელი მომავლის სჯერა - იდიოტია ან საცოდავი ტროლიკა მამუს გარდა ერთი რომელი უმატებს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე? ცარიელი იღბლით გაძვრნენ დაწყებული შესარჩევიდან აქამდე, ეს არის და ეს. სანაძეს 12 წლის წინ კიდევ არა უშავდა, იმის მერე კი სულ ცარიელი ადგილია. ცინცაძეს 5 თამაშიდან 1 გამოსდიოდა კარგად (ხანდახან ძალიან კარგად, მეჯიქ ჯონსონი გეგონებოდა), ახლა 10-დან ერთი გამოსდის. მის კვალს მყარად დაადგა ანდრონიკაშვილი. მაკმა აქ მაგრად ჩაისვარა. ჯინჭარაძე ძალიან მონდომებულია და იმავე დროს ძალიან სასაცილო. შერმა ეს-ესაა პენსიაზე გავა და თუ არ გავა მაგრად მიჰქარავს. მოკლედ, ცუდად არის ამათი საქმე და თუ სადმე ამერიკის კოლეჯებში ვერ მივაგენით 3-4 კარგ ჩვენიანს, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია და გაუმარჯოს საქართველოს კრასნოდარის კრაის შემადგენლობაში, საითაც მივექანებით. წაეთრიეთ!!!
ელიასი
01 სექტემბერი 2023 14:53
16
არადა, იმ კრასნოდარის მხარეში ერთიც კარგი გამოთქმა აქვთ - ფრაერს სიძუნწე ღუპავს... არ უნდა გაგემაზა საქართველოს მოგებაზე, არც ლაბავოი და არც ფორით...
გითანაგრძნობ
01 სექტემბერი 2023 15:22
0
ზუროსმა ამოწურა თავი ნაკრებში. გუნდი მოძველებულ კალათბურთს თამაშობს. ფედერაცია ცალკე საკითხია კარგახანია ცხადია რომ მაკფადენი ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ დონესაც კი. ასეთი სერიოზული ჩავარდნილი თამაშები და თან ასეთი რაოდენობით ძნელი წარმოსადგენია საერთოდ. დიდი ხანია ცხადია რომ სხვა ნატურალიზებულია მოსაყვანი რისკენაც არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. ჩაგდებული ევროპის მერე ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა და რეგრესიც ცხადია გაგრძელდება. და თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი რომ 16 გუნდში მოვხვდით. ბოლო დროს არცერთი მეტნაკლებად კარგი გუნდი არ დაგვიმარცხებია, ისე მოვხვდით მანდ. არავინ ითხოვს სასწაულს ჩვენი ნაკრებისაგან, მაგრამ იმ რესურსსაც რომ ვერ ვიყენებთ სწორად რაც გვაქვს, ეგაა ცუდი. სულ მიკვირს, რატომ გვგონია ქართველებს, რომ შეიძლება ფედერაციები მართონ ადამიანებმა, რომლებსაც მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. რა კობიაშვილი და რა სანიკიძე. იქაც და იქაც დილეტანტიზმი და ცალკეული სპორტსმენების ტალანტის ხარჯზე ფონს გასვლა სრული ორგანიზაციული უსუსურობის ფონზე...
ან
01 სექტემბერი 2023 20:07
2
ამას მხოლოდ წაგება არ ჰქვია..... არ მინდა ვთქვა... და საერთოდ, გუნდს ფიზ-მომზადების მწვრთნელი არ ჰყაავს? რეჟიმს, როგორც პროფესიონალები, არ იცავენ? რას ჰგავს 19 დაკარგვა ერთ მატჩში და მხოლოდ ერთი ტაიმის ,,ოფსილა''... კალათბურთელები ძალიან ნელა მოძრაობენ, დაგვიანებული რეაქციები. თითქოს, ჩვენი ვეტერანთა გუნდი ეთამაშება გერმანიის ნაკრებს... რაცა ვართ, ესა ვართ... 21 სლოვენიასთან, 27 გერმანიასთან... თავიანთ გუნდებში, ან თავიანთ ქალაქში რომ დაბრუნდებიან, არ გაუტყდებათ? გასკდა გული რააა....
გიორგი 50
01 სექტემბერი 2023 14:56
1
Სპორტულ ფედერაციებს უნდა მართავდეს პარტიული ინტერესების მიღმა მყოფი სპორტული მენეჯერები და არა გაპოლიტიკოსებული ვეტერანები / პარალელურად პარლამენტარები, რომლებმაც ფედერაციები საკუთარი პარტიის დანამატად მიაჩნიათ და არა მთელი ქვეყნის საკუთრებად,სანამ ეს პრაქტიკა იქნება ჩვენს სპორტს სერიოზული შედეგების მიღწევის პერსპექტივა არა აქვს.
Ილია
01 სექტემბერი 2023 19:07
2
ძალიან მძიმე საყურებელია დაბნეული მწვრთნელი და მოთამაშეები, რომლებმაც არ იციან როგორ შეუტიონ მოწინააღმდეგეს… მეორე ტაიმში სრულიად უსუსურები დაცვაშიც და შეტევაშიც…
პაატა
01 სექტემბერი 2023 14:42
1
ანალიზი - ნული… გულისწყომა გასაგებია, მაგრამ შერმოს, თოკოს, ზუროსს, ბუს და ბიჭებს, საკალათბურთო “სანაგვეზე” რომ ყრით, შუბლის ძარღვი საერთოდ არ გაგაჩნიათ, თუ ჩაგწყდათ უდროოდ??? - ზრდილობიანად მადლობა მაინც გადაიხადეთ, რაც ამ კაცებმა საქართველოს წარმოჩენისთვის ოფლი ღვარეს და იშრომეს… გენაცვალეთ თქვენ, ჩვენო უმაგრესო და უძვირფასესო ვაჯკაცებო! წარმატებები გმირებო!!!
ირაკლი
02 სექტემბერი 2023 00:06
5
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უკანასკნელი მატჩებიდან და მოსამზადებელი (ამხანაგური) თამაშებიდან გამომდინარე უკეთეს შედეგს აღარც ველოდი. ეს კი არა, 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც გამიკვირდა. ასეა თუ ისე ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვოთამაშეთ, რაც უროგო ნამდვილად არაა. უკეთესი შედეგების დასაფიქსირებლად აუცილებელია ეროვნული საკლუბო ჩემპიონატის დონის აწევა და ახალგაზრდა კალათბურთელების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება. მადლობა ნაკრებს იმის არდაზარებისთვის რაც იცის და წარმატებები ბიჭებს.
გიგი
01 სექტემბერი 2023 16:31
0
კი არ წავაგეთ გავნადგურდით, ჩვენ რომ ვინმეს დიდი ანგარიშით ვამარცხებთ, მაშინ ხომ არ ვიშურებთ ეპითეტებს. მომავალი განადგურება გველოდება ავსტრალიასთან.
ფედერაციიდან დაწყებული ძირეული ცვლილებებია საჭირო.
მალაქია
01 სექტემბერი 2023 15:20
6
კალათბურთელები გადამალული გყავს ? ფედრაციას რომ ცვლი ?.
დიმა
01 სექტემბერი 2023 15:47
0
დავემშვიდობოთ მაკფადენს და ზუროსს.
ALONZO
01 სექტემბერი 2023 16:37
0

სიახლეები პოპულარული