- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.
ილიას ზუროსმა ანდრონიკაშვილს, მაკფადენს, სანაძეს, შენგელიასა და ბითაძეს უხმო. როგორც ხედავთ, ბერძენმა სპეციალისტმა გიორგი შერმადინი მეორე ხუთეულში გადასწია და თავიდანვე აგრესიული ცენტრით დაიწყო.
საწყის წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა აქცენტი სამქულიანზე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, მაგრამ თამაში არც გერმანელებს არ გამოსდიოდათ, 5 წუთის თავზე ანგარიში 9:9 გახლდათ. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სროლა არ წაუვიდა, სამწამიანში არ იტვირთებოდნენ ჩვენი მაღლები, ამას დამატებული 5 დაკარგვა და გერმანიამ ტაიმი 22:16 მოგვიგო.
მეორე მეოთხედში გერმანია სივრცეებს კარგად იყენებდა და პერიმეტრიდან გვსჯიდა, 4:20 წუთით ადრე თორნიკე ვოიტმანთან ჭიდაობისას ზურგით ცუდად დაეცა და სათადარიგო სკამზე გადაჯდომა მოუწია, ქართველებმა კი ეტაპობრივად სხვაობას ამცირებდნენ, კვლავინდებურად კარგი იყო მამუკელაშვილი, 1:07 წუთით ადრე კი საერთოდაც წინ გავედით, საბოლოოდ, პირველი ტაიმი 41:43 დავთმეთ.
მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სანაძის ნაცვლად მოედანზე მამუკელაშვილს უხმო, თორნიკე შენგელია კი დაბრუნდა და ტრავმას გადაურჩა. მესამე მეოთხედში გერმანელებმა პერიმეტრიდან მოუმატეს და 13 ქულით გაგვექცნენ, ბრწყინვალე იყო ანდრეას ობსტი, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა, შემდეგ გერმანია 16 ქულით დაწინაურდა, თუმცა გერმანელების ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა ჩაჭრა, ენდვანით დააგვირგვინა და დისაიდერი 10 წუთეულის წინ 13-ქულიანი ჩამორჩენით შევედით.
მეოთხე მეოთხედში მეტოქე პერიმეტრიდან შედეგიან სროლას აგრძელებდნენ, ფანტასტიკური იყო მაოდო ლო, რომელიც ბოლო მეოთხედამდე 0 ქულით მივიდა, შემდეგ კი 6/6 სამქულიანი ჩააგდო.
ქართველთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
გოგა ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა, თორნიკე შენგელიამ აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.
რაც შეეხება გერმანიას, როგორც გითხარით, მაოდო ლომ 18 ქულა ჩააგდო, დენის შროდერმა კი - 16.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.
ამას რომ წლების განმავლობაში ვარჯიში უნდა არ იცით? ყველაფერს რომ შრომა სჭირდება არ გაგიგიათ?
უცნაური ხალხი ვართ ქართველები.ყველაფერი ჰერი ჰარალოთი გვინდა და მერე გვიკვირს რომ ყველაფერში წარუმატწბლები ვართ.
მაკმა-9-დან-1-ჩააგდო და...
ნაკრებში ცვლილებებიია საჭირო,მაგრამ ძირითადი პრობლემაა- შიდა ჩემპიონატის დაბალი დონე,მით მუდმივ სუსტი მენტალურად, ემოციურად არამყარი რეზერვი, რისი გამოსწორებისათვის საჭიროა, გვჭირდება- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება- განმტკიცება,ეკო-კის აღორძინება, ძიდა მრეწველობა,წარმოების სწრაფი გაუმჯობესებ, მით მოქალაქის ფინანსური,ეკო-რი მდგომარეობის ჰაუმჯობესება- განმტკიცება,რომ სპორტის ყველა სახეობაში კერძო ბიზნესი შვვიდეს,მით კონკურენცია, პასუხისმგებლობა გაიზარდოს... რისთვის გვჭირდება-სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო- წრსრიგი, მისთვის დემოკრატიულ- ინსტიტუციური მმართველობა- კანონის უზენა3სიბა- სამართლებრივი წესრიგი, მისთვის დასავლეთის გამოცდილება, თანადგომა, სტრლი პარტ- ბა... და არა-რუსული ტოტალოტარული, თუ ავტორიტარული, თუ ოლიგარქიყლი,კლეპტოკრატიუოი ...ე.ი. კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები, როცა ფინანსები კლანს ეკუთვნის, ის განკარგავს და მხოლოდ ხელისუფლება- ძალაუფლების შენარჩუნებისათვის- პასუხის- არასოდეს გების-არაფრისათვის...
და ბოლოს- შეეშვით აქ ზიზღი,ბოღმის ნთხევას, პრობლემები არის, მაგრამ რა საჭიროა ზიზღით საუბარი, შეიძლება - ,,ეს და ეს არის გამოსასწობელუ, და შეიძლება ასე გამოსწორდეს...,, და არა,,გავნადგურდით,, ,,არ ვართ ღირსი, ,,სუსტი ნაკრები გვყავს, , რუსეთი, რუსეთის მაგივრად,, - ო, ვიცით ქართული მედუა სივრცეში ქართული სახელებით ,,მუშაობენ,,-ცენტრით ვლადიკავკაზი და საქრთველოს წარმატება ყველა სპორტის სახეობაში ბოღმა ახრჩობთ და...
აღარ ასრულებენ სიძულბილით ,,კომენტარებს,,- მოზანი- ქართველ ერში არასრულფასოვნების გაჩენა, მუდმივი დაპირისპირების ინსპსიიტრირება, სიძულვილის დამკვიდრება როგორც პოლიტიკა,ისე სპორტი,ყველა მამართულებით, მით საქრთველოს სახე-ფოს დაუსუსურება-პერსპეწტივების ბოლომდე მოსპობისათვის, რომ...
შეხედეთ მაინც სხვა ანგარიშებს- საბერძნეთმა 25 ქუკით წააგო, ესპანეთმა საერთოდ წააგო, ან...
მათ რა თქვან,როცა მათ ჩემპიონატებში დიდი ფინანსებია(?!)
ხო, რუსეთს მალე აზიის შესარჩევებში მოისროლებენ სპორტის ყველა სახეობაში,არ იმსახურებენ ევროპელ ერებთან პარტნიორობას- სიძულვილით,ბოღმით სავსეებს რა ესაქმება ევროკავშირის თანამეგობრობასთან და ღრუსთმადიდებლებიც დაისვენებენ.