დანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის ქალაქ ნესტვედში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ასისტენტებთან ერთად ჩვენი გუნდის წევრები მსუბუქად ავარჯიშა. მოედანზე არ ყოფილა ხისტი მოქმედებები, არ იყო ორმხრივი კალათბურთი. სერბმა სპეციალისტმა კალათბურთელები ძირითადად სროლებსა და კომბინაციათა ვირტუალური სქემების გათამაშებაში, ეგრეთ წოდებულ 5-0-ზე კომპონენტში ავარჯიშა.

ნაკრებში ამ ციკლში პირველად ივარჯიშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც დანიაში ჩასულ ნაკრებს სასტუმროში დახვდა. ნაკრებს ვარჯიშის დროს შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ნესტვედში მონაკოდან ჩამოვიდა.

"ნესტვედ-არენა" მულტიფუნქციური კომპლექსია, სადაც უმეტესად კონცერტები, საზოგადოებრივი შეკრებები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები
იმართება. 15 მარტს "ნესტვედ არენაზე" ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ელიან, რომელიც დაინტერესებულ დანიელებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.

დარბაზის საკალათბურთო ყაიდაზე გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს და როგორც მატჩის ორგანიზატორებმა გვითხრეს, 21 თებერვლის დილისთვის ყველაფერი დასრულდება. საქართველოს ნაკრების მეორე ვარჯიში სწორედ ოთხშაბათს, დილის 11:30 საათზეა დაგეგმილი, რომელიც პირველი გენერალური სესია იქნება დანიაში ჩასული ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენგელიას და შერმადინს გადაეცთ....კვარაცხელია გაჯობათ ადამიანობაში და გამოაჩინა ქართველობა.
თქვენ ქართველ ფეხბურთელს ან კალათბურთელი თუ უნახიათ ან დაინტერესებულან....გადეცით ბევრი იტალიაშია და ბევრი ესპანეთში თან არასრუწლოვნები ...ხვიჩა მივიდა თქვენ ....სამარცხვინოებო
ადამიანი
21 თებერვალი 2024 19:30
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული