საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38
დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

altსაქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

მკითხველის კომენტარები / 48 /
რა ქნა უცხოელმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა ისეთი, რასაც ქართველი მწვრთნელი ვერ იზამდა?! ისე კი ზუროსი დანმარკს მაინც მოუგებდა! ნატურალიზებურებზე უარი უნდა ვთქვათ, როგორც ლიეტუვამ და სხვებმაც - ამით ხელს შეუვუწყობთ ქართული კადრის აღზრდას პრობლემურ პოზიციაზე.
შალო
27 თებერვალი 2024 14:42
2
ტომასონი "ნახოდკაა"!!! საინტერესოა ვინ და სად იპოვნა!!!
tngh
27 თებერვალი 2024 14:24
5
სამ ქულიანებს ნებისმიერ თამაშში რომ საშუალოზე დაბალ დონეზეც ვერ ისვრი, კალათბურთის ეროვნული ნაკრები არ უნდა გერქვას, სამოყვარულო შეიძლება. ასეთ დროს ფედერაციამ წესით მსროლელი ლეგიონერები უნდა დაიმატოს, მაგრამ ნურას უკაცრავად ეს ხომ გონივრული ქმედება იქნებოდა.
ნიკა
27 თებერვალი 2024 13:49
2
წლიდან წლამდე პრობლემა ყოველთვის ხდება ბავშვური შეცდომების დაშვება. არ ვიცი ეს რის გამო ხდება, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხარვეზი რჩება გუნდში. და კიდევ, დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უპრობლემოდ ათამაშებდნენ კომბინაციებს ჩვენს დაცვაში, ჩვენ კი ძლივს ვახერხებდით რამეს.
გიორგი
27 თებერვალი 2024 12:13
0
ქართულ კალათბურთს და ფეხბურთს უწიგნური ,,პოლიტიკოსები" მართავენ და რა შედეგს ელოდებით?
ანზორ ჯაფარიძექართულ
27 თებერვალი 2024 11:16
4
Შენ შეიძლება ეს კომენტარი საღადაოდ დაწერე და ხუმრობ,მაგრამ აქ ხალხი მართლა სამკურნალოა.დვალიშვილზეა სტატია და კომენტარები კვარაზე იწერება.ატყობთ რო უკვე სერიოზული სექტა ჩამოაყალიბეს.
Რაც შეეხება კალათბურთს:აქ ხალხი ტომასონს იწუნებთ მაგრამ შენგელიას გარდა რომელია კალათბურთელი?ტომასონზე უკეთესი რომელია ნაკრებში?ერთხელ თუ დაუყენეს ტომასონს ბლოკი და ვერ ისროლა?კარი რო კარია იმას უყენებენ ბლოკს და ისე ისვრის და ეს ტომასონი ვინ გგონიათ,რა ქნას ამ ადამიანმა?მოწინააღმდეგემ როცა იცის რო 12 კალათბურთელიდან 10 კალათისკენ ცოცხალი თავით არ ისვრის დანარჩენი ორის ამოკეტვას რა უნდა?თუ კი გითამაშიათ კალათბურთი გეცოდინებათ რა ძნელია როცა მაჯაზე გაზის მოწინააღმდეგე და სხვა გზაც რო არა გაქ გარდა სროლისა რას ნიშნავს.ფეხბურთი ხო არ არი უკან მეკარეს დაუბრუნო და ახლიდან დაიწყო შეტევა?
ბექაურს რაუნდა ნაკრებში,როგავას,ბურჯანაძეს და ა.შ. რო იძახით მაშინ უკეთესი ვინ არის და ვინ დაიჩაგრა ის თქვით.სიმართლე ის არის რო არა გვყავს პროფესიონალი კალათბურთელები. Და რატო არა გვყავს ეს არი სათქმელი ის კი არა ჯიკიჩი და ტომასონი არ ვარგა.მე რო ჯიკიჩი ვიყო ცოცხალი თავით არ გავწვრთნიდი ასეთ ნაკრებს.ჯიკიჩიც მაგარი მწვრთნელია და ტომასონიც კარგი ბიჭია(სხვანაირად იქ კი არ ითამაშებდა სადაც თამაშობს), უბრალოდ ნაკრებში გვყავს ერთი პროფესიონალი კალათბურთელი და დანარჩენი 10 არის მოყვარული.
Და რატო არ გვყავს კალათბურთელები მიზეზი არის მხოლოდ ერთი-სანამ სპორტის ეს სახეობები-კალათბურთი,ფეხბურთი-არ გახდება ღარიბებისთვის ხელმისაწვდომი არაფერი არ გვეშველება! Არ გჯერათ?ჩამოვა ლუქსემბურგი და მერე დაიჯერებთ.ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე.
Ქართლოსი-ს
27 თებერვალი 2024 10:52
6
სერბეთს რომ ვერ მოუგებდა ეს ნაკრები არ იყო გასაკვირი და საერთოდ დაიწყო ჩვენი კალათბურთის რეგრესი რაც როდის დამთავრდება ვინ იცის...რაც შეეხება შერმადინს მას ტენერიფეში პასებით ამარაგებენ ისეთი ოსტატები როგორიცაა მარსელინო უერტასი, შერმადინი არც იოკიჩია და არც ემბიდი(სამწუხაროდ). და ვინ არის აქ ამ პასის მიმცემი??? 2 ჯერ მვპ ლიგა ენდესაში ისე ვერ გახდები. ეს ამერიკელი კი სრული კატასტროფაა, სად ნახა სანიკიძემ ან ვინ ნახა საერთოდ? სანიკიძეს დავიჯერო არ უტყდება ასეთი კალათბურთის ნაკრები(ალბათ არა). ნუთუ ფულის გაჭრაა ყველაფერი? კაცი ასე თამაშობდა კალთბურთს და ეხლა რას დაემსგავსა მის ხელში ნაკრები.ჯიქიჩი კი ალბათ წონით აიყვანეს ნაკრებში, აბა სხვა მიღწევა მაგას არ აქვს გარდა იმისა რომ გოგა ბითაძეს ბუდოჩნოსტის მწვრთნელი იყო ცოტა ხანი.
Maximus
27 თებერვალი 2024 10:25
3
გიორგის დიდი მადლობა. დაკარგვები, აცილებული სროლები... კი ბატონო. აპა ლებრონის სტატისტიკა ნახეთ ნებისმიერ მატჩში.მას კი არ ვადარებ, არა. უბრალოდ გიორგის თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, მთელი სულის და გულის ჩადებისთვის ამ 217 მატჩში - ამისთვის ჩემგან მადლობა და პატივისცემა! წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში. შენ ისეთი ჯიგარი ხარ, ყველგან გამოადგები საქართელოს.
alexandre (alexandre fachuashvili)
27 თებერვალი 2024 10:18
2
სანიკიძე ნოემბრამდე დიდი დროა შეარჩიეთ კარგი უცხოელი ვისაც სროლა შეუძლია შორიდან, გაიხსენეთ თბილისში ბულგარელებს რომ ყავდათ მარტომ ითამასა და მოგვიგო. მოიძიეთ თუ გადასახდელია გადაუხადეთ და მოიყვანეთ, ამით კალათბურთს გამოვიყვანთ კრიზისიდან და მილიონობით გულშემატკივარს გავახარებთ.
ზურა
27 თებერვალი 2024 09:32
3
ხვიჩა ამგენზე კარგად ისვრის სამქულიანებს..ისე ამდენი დაკარგვა..ისევ ამდენი გაუგებარი მოძრაობა...სასროლი პოზიციის ვერ შერჩევა...ექსტრემბრასოკები..რა შეიცვალა ამათ თამაშში..მარტო ერთი კაცი ვერ მოგებს თამაშს...ამდენი ამდენი აკადემია..ამდენი საბავშვო გუნდებია..ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთი ორი ბავშვი როგორ ვერ გაზარდეს,,,
bujanga
27 თებერვალი 2024 08:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული