საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38
დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

altსაქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს კომენტატორი ყველა თამაშში,რომ აცხადებს:,, სამქულიანების სროლა არ წაგვივიდა". ვერ ხვდება, რომ არ ვიცით სროლა.
დიმა
27 თებერვალი 2024 00:11
0
"3 ქულიანებში არ გვიმართლებს"-ო,მუდმივად გაიძახიან კომენტატორები, გიმართლებს რა, კალათბურთია თუ "ყომარი"? ვერ აგდებენ ,არ იციან, არ შეუძლიათ, ასეთი კომენტარების კეთებას ვერ ბედავენ, ეშინიათ ვინმე "უფროსი"არ გაანაწყენონ და სამსახური არ დაკარგონ.
რიგითი გულშემატკივარი
27 თებერვალი 2024 08:33
0
ძალიან მაინტერესებს როდის შემდეგ გახდა ცინცაძე ლეგენდარული? ამ სიტყვამ ფასი დაკარგა.ცინცაძეც ლეგენდაა და ქორქია-საკანდელიძეც?
ასევე მაინტერესებს რა კრიტერიუმით არის ნაკრებში ბურჯანაძე?
ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ფაჩულიას დეიდაშვილია.ეს ფედერაცია გასაყრელია.გამოვა ეხლა დემაგოგი გურასპაული და დაიწყებს ზღაპრების მოყოლას თუ როგორ ვითარდება ჩვენი კალათბურთი.რომ მსოფლიოზე ვითამაშეთ.მსოფლიოზე იმიტომ ვითამაშეთ,რომ ოკუპანტი რუსები მოხსნეს გათამაშებიდან და მიუხედავად ამისა გაგვიმართლა ბოლო თამაში ისლანდიასთან.სახლში რო ჩავისვარეთ ევროპაზე ამაზე აღარაფერს ვამბობ.
შენფელიააა ვინც რაღაცას ცდილობს და ოჩხიკიძე.დანარჩენი ბალასტი.ცინცაძეს შერმადინიც უნდა მიყვეს.არაფრისმაქნისია.
პ.ს. მთელი თამაში ტელევიზორს ხმა ჩაუწიე და ისე ვუყურებდი კომენტატორების გამო.აზრზე არ არიან და უაზროდ ჭორაობენ.
ზაზა
26 თებერვალი 2024 23:46
5
რა ფედერაციაც არის, ნაკრები და მწვრთნელიც ისეთი გვყავს.
თევზი ყოველთვის თავიდან ყარს
26 თებერვალი 2024 23:27
6
რა ჯანდაბაა ამდენი შეცდომა! მადლობა ბუ!!! კარგი ქენი რომ წახვედი ნაკრებიდან.... ( ეხლა არ გამლანძღოთ ამ სიტყვების გამო!!!) 24 წამია დრო მიიღო პასი ცინცაძემ, სანამ 2-3 წამი არ რჩება იქამდე არც პას აკეთებს არც ისვრის და კარგავს! 90 პროცენტი მაგის ნაკრებში თამაშის დროს სულ მასე იყო! ეხლა არ თქვათ არაო! ესაო ისაო დაგავიწყდა სანიკიძეზე პასებიოოო?!!! კარგით რაა!!! ეს მწვრთნელი კიდევ სად იპოვეთ....
TT
26 თებერვალი 2024 22:52
4
Shermadinic rom gayves isic kargi iqneboda,ra burtebi ver chaagdo tipma!!!???
L.J .
26 თებერვალი 2024 23:02
4
ქართულ კალათბურთს და ფეხბურთს უწიგნური ,,პოლიტიკოსები" მართავენ და რა შედეგს ელოდებით?
ანზორ ჯაფარიძექართულ
27 თებერვალი 2024 11:16
4
ალბათ ერთადერთი ნაკრები ვართ, სადაც არავინ არ არის ვისაც სროლა შეუძლია, გინდა საშუალოდან გინდა სამქულიანიდან, სად იპოვეს ეს ტომასონი , არც გამთამაშებელია , არც მსროლელი, არც შესვლებს არ აკეთებს, მაკფადენი სანატრელი გაგვიხდება.
მრჩეველი
26 თებერვალი 2024 23:48
1
axals.moiyvanen shech ra gadangvlebs damshviddi
suares
26 თებერვალი 2024 23:59
2
ნუთუ ტომასონზე უკეთესი ლეგიონერის მოძებნა არ შეიძლებოდა? ჩემის აზრით ის ყველაზე სუსტია იმ ლეგიონერებს შორის ვინც კი გვყოლია. ეს ფედრაციის ბრალია. მწვრთნელს ბევრი დრო არ ჰქონია ამიტომ ჯერ არ განვსჯი. ისე კი ისტორიაში უდიდესს კრიზისს უახლოვდება ქართული კალათბირთი.
Irakli
26 თებერვალი 2024 23:26
4
არ გეწყინოს მაგრამ კალათბურთი არ გცოდნია ტომასონზე რომ მაგას იტყვი.ცინცაძეს და ბექაურს რა უნდოდათ ნაკრებში ან როგავა და ბევრ სხვას.
ადამიანი
26 თებერვალი 2024 23:42
4
გამოაცხადეთ კონკურსი, ვინც სროლა იცის, ნაკრებში ეგრევე ვღებულობთთქო. სად პოულობთ ან აქ და ან იქ ვერმსროლელებს კასოი თვალებით
საბურთალო
27 თებერვალი 2024 02:56
2
ნორმალური უცხოელი ვერ ნახეთ ამხელა დედამიწაზე ?????????????????
?
27 თებერვალი 2024 00:01
1
კომენტარების მიხედვით ხალხი სერბეთთან წაგებით უფროა გაბრაზებული, ვიდრე დანიასთან წაგებით... სპორტის სახეობა ხომ არ გეშლებათ, ძმებო?!...
დდდ
27 თებერვალი 2024 00:59
1
ჩაგეთვალააა!!!
:)
27 თებერვალი 2024 10:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული