კამარ ბოლდუინი გამთამაშებელია ესპანური "ბასკონიას" ღირსებას იცავს. ბოლდუინი ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ბასკონიელებს ევროლიგაშიც ეხმარება. კამარი 27 წლისაა
კამარ ბოლდუინის ევროპული კარიერა სტატისტიკის პროპორციულად, აღმავალი გზით მიმდინარეობდა. საუკეთესო იყო მისი ასპარეზობა 2023-2024 წლების ULEB-ის ევროთასზე, სადაც ბოლდუინი იტალიური "ტრენტოს" ღირსებას იცავდა და 16 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას და 4.5 პასს აკეთებდა. სწორედ ამ წარმატებული სეზონის შემდეგ დაინტერესდა მისით ევროლიგის ესპანური წარმომადგენელი და კამარ ბოლდუინმა "ბასკონიასთან" კონტრაქტი გააფორმა.
კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია – Big East- ში თამაშობდა, სადაც "ბატლერის" უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის რამდენჯერმე მოხვდა კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში.
"ბასკონიაში" ბოლდუინის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ასეთია: ესპანეთის ჩემპიონატში ბოლდუინმა 2 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 31 წუთში 15 ქულას, 5 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგაში ბოლდუინმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 16 წუთს თამაშობს და 6.1 ქულას, 3.3 პასს და 1.4 მოხსნას აგროვებს.
GBF.GE