კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 2025 წლის ევრობასკეტის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა:

A ჯგუფი: პორტუგალია, ესტონეთი, ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი.

B ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, შვედეთი, მონტენეგრო

C ჯგუფი: კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

D ჯგუფი: ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, ისრაელი.

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, მას კვიპროსი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი უმასპინძლებენ. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ეს 16 ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას. 

საქართველოს
ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართავს.

ცნობისთვის, საქართველო ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
ასევე დაგაინტერესებთ