ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! - რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი...

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

დღეს, 28 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლუკა დონჩიჩის სლოვენიასთან სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრას ჩაატარებს. კაბო ვერდესთან (85:60) გამარჯვების ემოციები ჯერ ცხელია, ბედნიერები ვართ და დასკვნების გაკეთებაც რთული, თუმცა ნებისმიერი მატჩი საფუძვლიან შეფასებას იმსახურებს, თანაც, როცა წინ გაცილებით რთული გამოცდა გველის...

ილიას ზუროსის სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე არ ყოფილან. გადაჭრით თქმა, რომ სტარტზე ამან გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, გაგვიჭირდება. ვინ იყო და ვინ არა, საწყისი მეოთხედის ნახევარი
კატასტროფულად ჩავატარეთ. რა დონის კალათბურთელებზეც უნდა ვსაუბრობდეთ და მეტოქეც სუსტი იყოს (იმაზე მეტად, ვიდრე ველოდით), ნერვიულობის მომენტები არსებობს, ყველაფერი ხომ ჩვენთვის სადებიუტო იყო. ასე იყო მიწინააღმდეგისთვისაც, მაგრამ ჩვენები შეხვედრის უპირობო ფავორიტები იყვნენ და ეს წნეხს ზრდიდა.

დიდ ფორუმებს გამოცდილი მოთამაშეები სხვა ელფერს სძენენ და უხდებიან კიდეც. ის, როგორაც გიორგი ცინცაძე თამაშში ჩაერთო და პირველი სერიოზული გარდატეხა მოახერხა, ყველას შესაძლებლობების ზღვარში არაა. ვეტერანმა "ბუმ" ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აეღო და მისი გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეეცვალა. ამ დროს ლიდერობას იწყებ, ცოტათი ეგოისტიც ხდები, თუმცა მთავარია, რომ რასაც ჩაიფიქრებ, გამოგივიდეს - გიორგიმ შეძლო!..

Sportall.Ge

მეორე ტაიმიდან მოყოლებული, ქართველთა მთავარი მწვრთნელის ამოცანა ის იყო, გუნდს კონცენტრაცია არ დაეკარგა და ჩავარდნა ისევ არ გვქონოდა, რაც ბოლომდე კარგად არ გამოვიდა, თუმცა ეს უკვე სახიფათო ნიშნული აღარ იყო.

ზედმეტად სუსტ მეტოქესთან სიტუაციის არასწორად აღქმის საფრთხე რეალურია. მოგვეწონა ჩვენი თამაში დაცვაში, ამავდროულად კი, მოწინააღმდეგეს პერიმეტრიდან კვლავ ბევრი შესაძლო ქულის აღების საშუალება მივეცით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ვენესუელა გაცილებით უკეთ ისვრის (სლოვენიას შევეშვათ). ერთიცაა, ჩვენ დავინახეთ, რომ შორიდან საფრთხე არ გვემუქრება, ზოგჯერ ამ დროს ვიზავის საშუალებასაც კი აძლევ, სასროლ პოზიციაზე მაქსიმალურად შორს დატოვო და აიძულო, იმ გზით წავიდეს, რაც ასე არ გამოსდის. კაბოვერდელებსაც დიდი არჩევანი არ ჰქონიათ, სამწამიან ზონაში შესვლა უჭირდათ. მათი მთავარი ძალა მადრიდის "რეალის" ცენტრი ტავარეშია, მისი ნეიტრალიზება კი ჩვენმა ცენტრებმა (ბითაძემ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და შერმადინმა) შეძლეს. ლიდერის გასვლის შემდეგ, რასაც საქართველოს ნაკრების გადახალისება და მოდუნებაც დაერთო, მეტოქეები უფრო თავისუფლად ათამაშდნენ, რის ხარჯზეც დასკვნითი მეოთხედი მოიგეს.

Sportall.Ge

ზუროსის გუნდის მთავარი უპირატესობა ინდივიდუალიზმი და მაღალი კლასი გახდა. კიდევ ერთხელ ბოლომდე დაიხარჯა და ილიდერა კაპიტანმა შენგელიამ. ვერ ვნახეთ მაკფადენისთვის დამახასიათებელი "აფეთქებები". ვისურვოთ, რომ ეს უფრო რთულ შეხვედრებში იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბურთს სწრაფად ვათამაშებდით და ბევრი ლამაზი პასიც ვნახეთ. რაც შეეხება სამქულიანებს - ყოველთვის ისეთ თავისუფალ პოზიციებში ვერ ვიქნებით, როგორც შაბათის მატჩში იყო. ის, რომ მეორე შანსს მოწინააღმდეგე იშვიათად იღებდა და საკუთარ ფარზე ბოლოდროინდელზე ნაკლები პრობლემები შეგვექმნა, აუცილებლად აღნიშვის ღირსია. დაკარგვების (რაც მეტოქეზე მეტი გვქონდა) აღმოფხვრის მხრივაც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი...

ჩვენი შანსები და უპირატესობები დონჩიჩის სლოვენიასთანაც გვექნება. სანდრო მამუკელაშვილის თამაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. უპირველესად, დაცვაში უშეცდომო უნდა ვიყოთ და შემდეგ მრავალფეროვან შეტევაზე ვიფიქროთ!..

altსაქართველოსა და კაპე ვერდეს მატჩის საუკეთესო მომენტები - FIBA-ს ფოტო კოლაჟი

altარის! საქართველოს ნაკრებმა კაპე ვერდე გაანადგურა და პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
შენგელიას არ ცხვენია ნეტავ რა თამაშსაც თამაშობს?
სტუმარი
16:15 28-08-2023
1
გაიყვანეთ შენგელიააააააააააა,ვააა ვერ ხედავენ ზარალია რა
kesha
16:10 28-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული