ილიას ზუროსის გუნდი დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე, კაბო ვერდეს ისტორიულ დაპირისპირებაში ეთამაშება. საქართველოს ნაკრების წნეხი იმაში მდგომარეობს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფის ყველაზე სუსტი მეტოქის დამარცხება აუცილებლად გვჭირდება. ჩვენი კალათბურთელების უპირატესობა სამივე შეხვედრაში სამწამიან ზონაში უნდა იყოს, ტანმაღალი ლიდერების თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - შენგელია, მამუკელაშვილი, შერმადინი, ბითაძე...
საქართველოს ნაკრებს
მოგეხსენებათ, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია მსოფლიო ჩემპიონატს 25 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში უნასპინძლებს. ზუროსის გუნდი 28 (15:30 სთ) და 30 (12:00 სთ) აგვისტოსაც იასპარეზებს. მესამე ტურის მატჩი ვენესუელის წინააღმდეგ იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს...
რაც შეეხება "ნაპოლის" - გუნდმა ტიტულის დაცვა მშვენივრად დაიწყო, ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა, მაგრამ ახლა პოტენციურად, უფრო რთული გამოცდა ელით, საკუთარ "დიეგო მარადონაზე" "სასუოლოს" წინააღმდეგ - კვირას, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე.
ჯაკომო რასპადორიმ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და საკუთარ მარცხენა ფლანგზე ადგილს დაიკავებს. კაიუსტეს კარგი დებიუტი არ გამოუვიდა, ზამბო ანგისას კი პირველივე წუთიდან ველით. საინტერესოა, ისევ ოლივერას ვნახავთ თუ სასტარტოში მარიო რუის ვიხილავთ.
"კვარას" უახლოეს მეტოქესთან კარგი მოგონებები აკავშირებს, "ატალანტას" კარში გატანილი შედევრის შემდეგ ყველაზე კარგი გოლი მათ გაუტანა.
მატჩს 35 წლის ანტონიო გიუია განსჯის.
ილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას წინასატურნირო პრესკონფერენცია
კვარაცხელია - ყურადღების ცენტრში არასაფეხბურთო ამბებით - როგორ უნდა გავიგოთ ხელფასზე მსჯელობა...