კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ნაკრებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული
მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2017-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა და ასპარეზობა დაასრულა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
წავიდა კაცი და მადლობა ეკუთვნის თითოეული გულშემატკივრისგან. თუ ვინმეს მისი თამაში არ მოსწონს ან უკმაყოფილოა, იმდენი პატივისცემა მაინც გამოიჩინოს, რომ მის ამდენი წვალება წყალში არ ჩაუყაროს. თუ შეცდომები ჰქონდა, სიამოვნებაც მოუნიჭებია გულშემატკივრისთვის. ამიტიომ მადლობა ყველაფრისთვის! იმედი ღირსეული შემცვლელი ეყოლება
გგგ
07 სექტემბერი 2017 11:56
2
მადლობა ზაზა!!!
zviads
07 სექტემბერი 2017 11:23
3
მადლობა კაპიტანო. არ მინდოდა შენი წასვლა მაგრამ გადაწყვეტილება რაც მიიღე პატივისცემას იმსახურებს. ასე რომ წარმატებები და კიდევ ერთხელ, მადლობა კაპიტანო.
ნიკა
07 სექტემბერი 2017 11:01
3
ალბათ ყველას, ვისაც გული დაწყდა ზაზას წასვლით, ერთად აღებული ვერ გადაწონის ზაზასას!!! მადლობა მას!!! მისი ჭკუა გამოჩნდა მის არჩევანში, რამაც გოლდენ სტეიტის რიგებში მოახვედრა და ბოლოს ბეჭედიც მოარგო!!! რაც შეეხება ნაკრებში შედეგს, წასაგებად არ წასულა ბიჭები, უბრალოდ ბევრი ტრამვა და არასრული სათადარიგოთა სკამი იყო მაინც მთავარი მიზეზი. მადლობა კიდევ კაპიტანს!!! იმედია ბევრს გაუკვალავს გზას დიდი კალათბურთისკენ და ელიტას არ ჩამოშორდება საქართველოს ნაკრები!!!
დავით
07 სექტემბერი 2017 11:22
2
მადლობა კაპიტანო!
levo
07 სექტემბერი 2017 11:33
4
მადლობა ყველაფრისთვის. სამაგალითო კაპიტანი სამაგალითო პროფესიონალი
Irakli
07 სექტემბერი 2017 11:11
4
დიდი მადლობა ზაზა ყველაფრისათვის! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა პატრიოტი ადამიანები.
მადლიერი გულშემატკივარი
07 სექტემბერი 2017 11:19
4
მადლობა კაპიტან!!!!!!!!!!!!!!!!!!!
dato
07 სექტემბერი 2017 11:06
5
შენ თუ კლავიატურის ჭია ,,პრაფესორების,, ენის გამო გადაწყვიტე წასვლა არ ვიცი,მაგრამ იცოდე რომ ნაკრებს ძალიან ჭირდები მსოფლიოსთვის და თუ მართლა გულით ფიქრობ მომავალ თაობაზე იცოდე რომ ბითაძე შენ გვერდში უფრო დიდ კალათბურთს ითამაშებს ვიდრეშენ გარეშე
რა სისულელეა-ეგ არ გააკეთო
07 სექტემბერი 2017 11:18
3
ნეტავ როდის გვეყოლება კიდევ შენი დონის?მადლობა ყველა იმ განცდებისთვის რომელიც მოგინიჭებია ქართველი გულშემატკივარისთვის.
zas.
07 სექტემბერი 2017 12:42
3

სიახლეები პოპულარული