"თბილისში საშინელი ატმოსფეროა" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა, ერგინ ატამანმა ევრობასკეტის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კერძოდ, სპეციალისტმა თბილისში გულშემატკივარის დასწრებაზე ისაუბრა:

"ამ ტურნირზე დიდი მიზნები გვაქვს, ამისთვის კი რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ. მინდა ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშოს, დაცვასა და შეტევაში მეტი მოქნილობა გვჭირდება.

ვაღიარებ, რომ პირველ თამაშში ტურნირის დაწყების მღელვარებამ თავისი ქნა, ასევე შეიძლება იყოს კონცენტრაციის ნაკლებობაც, რადგან თბილისში მატჩებზე საშინელი ატმოსფეროა, არავინ არ მოდის სტადიონზე, მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშს ესწრებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ" - განაცხადა ატამანმა.

შეგახსენებთ, თურქებმა მონტენეგრო 72:68 დაამარცხეს,
მეორე ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი იქნება, მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
არ ინერვიულო ერგინ, დღეს გასიამოვნებთ, სენგუნს რომ გადაატენის თავზე ანდრონიკაშვილი სავსე დარბაზში :D
შმოლა
04 სექტემბერი 2022 11:24
0
ძალიან უჭირს ხალხს,კალათბურთი ვისაც უყვარს ის 45-150 ლარს ვერანაირად გადაიხდის და ვისაც ფული აქვს და რესტორნიდან ვერ გამოიყვან,მათთვის კალათბურთი მაგარი უაზრობა და დროის ფლანგვაა,როგორც ამბობენ რა საყურებელი ეგაა ერთ ბურთს დასდევს ათი კაცი.
დავითი
04 სექტემბერი 2022 09:43
1
მართალია ეგ კაცი. ძვირიაო, რომ იძახით, ეგ ორგანიზატორის ბრალი არაა. ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დასწრება 5 ლარი ვერ ეღირება. პრობლემა ისაა, ხალხს ფული რომ არ აქვს. პლიუს პატარა ქვეყანა ვართ და კალათბურთი არაა იმდენად პოპულარული, ჯგუფის რიგით თამაშს, ბევრი ხალხი დაესწროს. როცა მასპინძლის სტატუსს გვანიჭებდნენ, ამ დეტალებზე მაშინ უნდა დაფიქრებულიყვნენ. არ ვართ ჩვენ დიდი ქვეყანა, ან პატარა საკალათბურთო-სლოვენია, ყველა თამაშმა სათანადო ინტერესი რომ გამოიწვიოს.
ციციკორე
04 სექტემბერი 2022 09:34
1
მარტო ფასზეც არაა.
5 ლარიც რომ ღირდეს რამდენი დაკარგავს დროს და ბულგარეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგიის თამაშებზე წავა საყურებლად?
ფასის დაკლების შემთხვევაში სხვა თამაშებზე მაქსიმუმ 500-1000 კაცი მისულიყო.
ქომაგი
04 სექტემბერი 2022 11:00
1
ამას მოწონებას ვინ უკეთებს საინტერესოა ???
თაზო
04 სექტემბერი 2022 09:01
0
შენ გულშემატკივრებს ჰკითხე რატომ არ ჩამოვიდნენ, ტვინი გაბურღა…
Tttt
04 სექტემბერი 2022 07:22
1
ორგანიზატორების ბრალია, საკმაოდ უაზროდ იყო გადანაწილებული ბილეთის ფასები, არაქართველების თამაშზე ჯერ მინიმუმ ბილეთის ყიდით 45 ლარად, რა ამბავია? ანუ მაგრა მაინტერესებდა ესპანეთი თურქეთზე წასვლა მაგრამ 45? ნორმალურად ხართ? თარ ორი თამაში ერთად რას მატენით მეორე თამაშს არ ჯობდა ცალ ცალკე გაგეყიდათ და ფასისც დაგეკლოთ? რამენაირად ვერ გათვალეთ რომ მაგ ფასად ხალხი ვერ მივიდოდა სტადიონზე? რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა მოგეჩვენოთ დაიმახსოვრეთ რაც ბილეთის ფასები გამოამზეურეთ ყველა კატეგორიის უნდა გაგეყოთ 4-ზე და მაგ შემთხვევაში ყველა თამაში გაგევსებოდათ. ეს არის ჩვენი ქეყნის რეალობა, მორჩით ამ მეზღაპრეობას ვითომ NBA-ს კალათბურთელები არიან და ეკუთვნით და უნდა დავიფასოთ და ა.შ. ჯერ ჩვენი შრომა დააფასონ ამ ქვეყანაში და მერე ხვენც ვისწავლით სხვისი შრომის დაფასებას და 20 ლარს კიარა მეტსაც გადავიხდით.
იერემია
04 სექტემბერი 2022 04:22
1
და ვის თხოვ შენს თამაშს დაესწროს. წადი ბიძია და შენ გულშემატკივარს მოსთხოვე დასწრება ყველაზე ადვილი თურქეთის გულშემატკივარისთვის არის, სულ რაღაც სამას კილომეტრში ხართ თბილისთან. არ გაახურა ამან საქმე. ბოდიში მე რომ ხაშურიდან ვერ ჩამოვედი. დდდდ
Beqa
04 სექტემბერი 2022 03:47
1
ალაჰ აკბარ, წადი თურქეთში და იქ მოითხოვე ეგ
თემო
03 სექტემბერი 2022 22:55
14
3 სექტემბერია. ვუყურებ საქართველო-ესპანეთის თამაშს და დამთავრებამდე 7:33 წუთით ადრე ვხვდები რა ქვია ჩვენს ნაკრებს - ლუზერები. ფარქვეშ კანკალებენ, სამ ქულიანებს ვალის მოხდის მიზნით ისვრიან და "ჯიგრით თამაშში" ჯარიმას-ჯარიმაზე იღებენ.
ALONZO
03 სექტემბერი 2022 22:36
18
ეს კაცი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელია თუ საზოგადო მოღვაწე ? რომელ დიდ კალათბურთს თურქეთი აჩვენებს, რომ პრეტენზიებს გვიყენებს. წადი ძამა, კოჭი გააგორე.
ALONZO
03 სექტემბერი 2022 22:32
10

სიახლეები პოპულარული