თურქეთმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მორიგ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ბულგარეთი 101:87 დაამარცხა.

თურქების მხრიდან საუკეთესო ჩედი ოსმანი გახდა, რომელმაც თავი 25 ქულით, 8 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ბულგარეთის ნაკრებიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ალექსანდრ ვეზენკოვმა, "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელმა 28 ქულითა და 13 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა

ერგინ ატამანის გუნდი მეორე გამარჯვებით A ჯგუფის ლიდერი გახდა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფის მომდევნო შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, 21:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული