ევრობასკეტზე A ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთი მონტენეგროს დაუპირისპირდა და 72:68 დაამარცხა.
თურქების მხრიდან საუკეთესო შეინ ლარკინი გახდა, რომელმაც თავი 18 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მონტენეგროს შემადგენლობიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ბოიან დუბლევიჩმა, კაპიტანმა 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში ტურნირის გახსნითი მატჩი ესპანეთსა და ბულგარეთს შორის გაიმართა, რომელშიც "ლა როხას" ნაკრებმა 114:87 იმარჯვა.
მესამე შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.