მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსან ლაშა ტალახაძის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა.
"ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო ძმაო. გილოცავ კიდევ ერთ ჩემპიონობას", - დაწერა "ფეისბუქზე" ზაზა ფაჩულიამ.