01:14 23-12-2017
შენგელიამ ისევ ბრწყინვალედ ითამაშა და "ბასკონიას" "ბარსელონა" დაამარცხებინა [VIDEO]
AutoSharing Option
კვლავ ჩინებულად იასპარეზა თორნიკემ, რომელმაც 29:28 წუთში 24 ქულა ჩააგდო (აქედან 20 შესვენებამდე). მან 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ამას გარდა, 6-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება განახორციელა და არც ერთი პერსონალური არ მიუღია.
eurohoops.net-ი აღნიშნავს, რომ "ბასკონია" თამაშს 25 ქულით იგებდა, საქმე მოთავებულად ჩათვალა, კინაღამ თვითმკვლელობა ჩაიდინა და შეხვედრის ბოლოს ზუსტი ტყორცნებით თოკომ გადაარჩინა.
"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-9 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 29 დეკემბერს ლიდერს, ცსკა-ს მასპნძლობს.
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)
![](/images/new_photo/allnews_new_rss.png)
გამიხარდა. კარგ ფორმაშია მართლა.