ამერიკული პრესა: "მილუოკი" ზაზა ფაჩულიას დაბრუნებას ცდილობს

AutoSharing Option
ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა ფაჩულია შესაძლოა "მილუოკიში" დაბრუნდეს.

მას შემდეგ, რაც გრეგ მონრო "ფინიქსში" გადავიდა, "ბაქსს" ცენტრის პოზიციაზე პრობლემა შეექმნა და ამის მოგვარებას ქართველი კალათბურთელის ტრეიდით ეცდება.

გავრცელებული ცნობით, "მილუოკის" "გოლდენ სტეიტიდან" ფაჩულიას ან ჯავალ მაკგის გადაყვანა სურს.

თუმცა, როგორც ამერიკულ საიტებზე იწერება, "უორიორსი" უფრო დაცვით მოთამაშეს, როგორიც ფაჩულიაა, ნაკლებად დათმობს.

ამიტომ უფრო სავარაუდო მაკგის ტრანსფერი ხდება.

"მრავალმა წყარომ დაადასტურა, რომ "მილუოკის" ფაჩულიას ან მაკგის დამატება სურს. 

თუმცა ამერიკელის ტრეიდი უფრო სავარაუდოა, რადგან მას შემდეგ, რაც "უორიორსში" ჯორდან
ბელი გადავიდა, მაკგის უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითაც იგი ძალიან უკმაყოფილოა.

ეს მის "მილუოკიში" ტრანსფერის ალბათობას უფრო ზრდის", - განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა მარკუს ტომპსონმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია "მილუოკის" ღირსებას 2013-15 წლებში უკვე იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცდილობს კი არა კვახი, კბილებით უკავია გოლდენს?
krazana
28 დეკემბერი 2017 12:40
0
qartuli ena iswavlet ra?! is, rac mexutd klasshi iswavleba. sircxvilia! miluoks - ra ubedurebaa? fuziseuli i a. daimaxsovret, martivis: tu ucxo enaze sityva tavdeba i ze,e.i. i undz darches, anu miluokim, da ara miluokma. da levanma da ara levanim a.s....
shaliko
27 დეკემბერი 2017 13:16
1
აჰა,ე.ი. ნბა-ში ზაზა საჭიროა და ნაკრებში არა?ვაი ჩვენს პატრონს.
888
27 დეკემბერი 2017 11:42
2
მილოუკი? თუ მილუოკი?
თემო
27 დეკემბერი 2017 11:22
0
mɪlˈwɔːki
ვიკიპედიაზე ეგრეა
27 დეკემბერი 2017 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული