"იუტამ" "გოლდენ სტეიტი" გაანადგურა, ზაზა ფაჩულიამ 9 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
31 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "იუტა ჯაზს" ესტუმრა და ანგარიშით 99:129 დამარცხდა.

"უორიორსის" ლიდერებს თამაში აშკარად არ წაუვიდათ, რომელთაც სიზუსტემ აშკარად უმტყუნა. სტუმრებიდან ყველაზე მეტად კლეი ტომპსონი გამოირჩა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ჩააგდო.

კევინ დურანტმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო სტეფ კარიმ - 14.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 18:47 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.
ზაზამ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

  • 31.01.18. ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და საუკეთესო მომენტები იუტასთან

ფაჩულია მოხსნების მიხედვით შეხვედრაში მხოლოდ დერიკ ფეივორს ჩამორჩა, რომელმაც 10-ჯერ მოხსნა ბურთი.

  • 31.01.18. იუტა - გოლდენ სტეიტი 129:99


ამ წაგების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" 40 მოგებითა და 11 მარცხით კვლავ პირველია დასავლეთ კონფერენციაში.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 3 თებერვალს, სტუმრად "საკრამენტოსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

სან ანტონიო-დენვერი 106:104
დეტროიტი-კლივლენდი 125:114
ჰიუსტონი-ორლანდო 114:107
ნიუ ორლეანი-საკრამენტო 103:114
ნიუ იორკი-ბრუკლინი 111:95
ტორონტო-მინესოტა 109:104
ვაშინგტონი-ოკლაჰომა 102:96
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული