10:03 26-02-2018
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
AutoSharing Option
თორნიკე შენგელია: "პირველად "ბასკონიას" ინტერესის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როდესაც "ბრუკლინში" ვიყავი. მახსოვს, მირზა ტელედოსიჩმა დამირეკა და "ბასკონიაზე" ძალიან ბევრი მელაპარაკა. ამის გამო გადავწყვიტე, რომ თუ ევროპაში გადავიდოდი, ეს კლუბი აუცილებლად "ბასკონია" იქნებოდა.
მამაჩემი კალათბურთელი იყო. მისი თამაშის ყურებით გავიზარდე. იგი ძალიან ძლიერი იყო და უპირატესობას ძლიერ თამაშს ანიჭებდა. 6 წლიდან ხელში ბურთი მეჭირა და ამის გამო სახლში ბევრი რამე დამიმტვრევია.
საქართველოდან ძალიან ადრე წავედი, მაგრამ ვიცოდი, თუ ამას არ გავაკეთებდი, დიდ კალათბურთს ვერ ვითამაშებდი. NBA-ში სხვა გუნდში რომ მეთამაშა, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელები ასპარეზობენ, ალბათ, უფრო დიდი შანსი მექნებოდა, მაგრამ "ბრუკლინში" ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები იყვნენ.
სპორტის სამყარომ შენი სახელი იმის მიხედვით იცის, თუ რამდენად კარგად თამაშობ. რაც უფრო კარგად ვითამაშებ, უფრო მეტს ეცოდინება ჩემი სახელი, მეტს ეცოდინება, საიდან ვარ, სად არის საქართველო...
მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე. ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ ქალაქისა და გულშემატკივრების მიმართ. კაპიტნობა კი დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.
ჩემი მეუღლე? იგი მეგობართან გამართულ წვეულებაზე გავიცანი და "ფეისბუქით" დავეკონტაქტე. ამის შემდეგ ურთიერთობაც ნელ-ნელა განვითარდა. იგი პარიზში ერთ-ერთი მოდელი იყო.
როგორც იცით, გოგონებს ბევრი ლაპარაკი არ უყვართ. ამიტომ მე თავდაპირველად ძალიან ბევრი საუბარი დამჭირდა ურთიერთობის ასაწყობად. "ფეისბუქით" და "ინსტაგრამით" ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა წინ წავიდა. კალათბურთი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ყველაფერი არაა.
მთავარია ოჯახი, შვილები, მეუღლე... ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია. კალათბურთის გამო ზოგჯერ ჩემი შვილების მნიშვნელოვან მომენტებს ვერ ვესწრები.
მაგალითად, პირველ სიტყვებს, პირველ ნაბიჯებს... ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა".
სალომე ჯუღელი (თორნიკე შენგელიას მეუღლე): "თორნიკე ძალიან ყურადღებიანი ადამიანი და ფანტასტიკური მამაა. გიჟდებიან ბავშვები, ისე უყვართ მამამისი და თავად თორნიკეც შვილებზე ძალიან გიჟდება.
იგი ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მხიარული მეუღლეა. როგორც კალათბურთში ჩანს, ისე ცხოვრებაში არ არის. პირიქით, ძალიან თბილი და მხიარული პიროვნებაა".
კახა შენგელია (თორნიკე შენგელიას მამა): "თოკოს პირველი ნაბიჯები კალათბურთში ისეთივე იყო, როგორც ყველა დამწყები კალათბურთელის. რომ ვთქვა, განსაკუთრებული ძალით ან სიმაღლით გამოირჩეოდა, ასე არ იყო.
თამაშის სტილი ჰქონდა ისეთი, ძალაც სხვაზე მეტი ჰქონდა თავის ასაკში. ასევე, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.
თუ რას ნიშნავს თოკო ქართული კალათბურთისთვის, ეს გულშემატკივრის გადასაწყვეტია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ როგორ უყვარს შენგელია ქართველ ქომაგს, მე ვარ ამაყი მშობელი.
მე ვიცნობ თოკოს, როგორც მიზანდასახულ ადამიანს და ვიცი, რომ ეს არ არის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. იგი უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძვის".
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეხლა კოტეს მივმართავ,შენგელიას ნაირი ქართველი დქ პატრიოტი პირველ რიგში ქვეყნის და მერე ეროვნული ნაკრების ბევრი იყოს,, მეორე ის რომ გეტყობა კალათბურთის აზრზე არ ხარ და რა ხდება ევროლიგის და ფიბაში ეგეც არ იცი, და მესამე თუ ესე ძაან გული შეკტკივა ქართულ კალათბურთზე შეხედე რა ხდებზ ფედერაციაში დამერე ილაპარაკე პიროვნებაზე....
4
0
კოტე-ს. კოტე, როცა შენს მოსაზრებას გავეცანი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ გვაქვს ქართველებს საქმის "კარგად" კეთების (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა)უნარი და შესაძლებლობები. შენი ყოველი სიტყვა, აბსოლიტურ პოპულიზმზე და ურა პატრიოტიზმზეა აწყობილი. დარწმუნებული ვარ, შენს შვილს რომ ქონოდა ისეთივე ან უკეთესი კონტრაქტი, როგორც თოკოს აქვს, ეს აზრადაც არ მოგივიდოდა თავში, მაგრამ როგორც ყველა ურა პატრიოტი ქართველი, შენც აბსოლიტურად არაპროფესიონალურ მოსაზრებებს აფქვრევ. არა მგონია შენს საქმეში წარმატებული იყო. წარმატებულები ასე არ მსჯელონებ. თოკოს რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ, როგორც კლუბში, ისე უპირველესად ნაკრებში.
8
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული