ზაზა ფაჩულია: მინდა, ჩემი საკალათბურთო აკადემიით საზოგადოებას სარგებელი მოვუტანო

AutoSharing Option
ამერიკულ პრესასთან ინტერვიუში ზაზა ფაჩულიამ თავისი აკადემიის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან ბევრი ბავშვი ოცნებობს, რომ Nba-ში ითამაშოს. ახლა მათ ამის შანსი რეალურად აქვთ.

მინდა, ჩემი საკალათბურთო აკადემიით საზოგადოებას სარგებელი მოვუტანო.

მსურს, რომ ბავშვებს მივცე შესაძლებლობა და ავუხსნა მათ, თუ რა არის სწორი.

მწვრთნელები ისეთივე მონდომებულნი არიან, როგორც მე, რადგან ჩვენი მიზანი ბავშვების გაბედნიერებაა. ისინი "მილუოკი ბაქსის" პარკეტზე ვარჯიშობენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიძინე.

ბავშვები ხვდებიან, რომ ამ პარკეტზე დიდებულ კალათბურთელებს უთამაშიათ და არაჩვეულებრივი შეხვედრები ჩატარებულა.

გვსურს, ახალგაზრდებმა ისწავლონ გუნდური მუშაობა, იცხოვრონ
ჯანსაღი ცხოვრების წესით და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.

ჩვენი ღირებულება პროფესიონალიზმი და ხარისხია. ასე რომ, მათ უნდა ჩამოვუყალიბოთ აზრი, რომ თავდადებული მუშაობის გარეშე დიდ შედეგს ვერ მიაღწევენ", - აღნიშნა ფაჩულიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საზოგადოებას თუ ჯიბეს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული