შენგელია "ბაიერნთან" მატჩში საუკეთესო იყო, მისი გუნდი კი დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის მე-4 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მიუნხენში "ბაიერნთან" 71:77 დამარცხდა.

"ბასკონიამ" მოულოდნელად ამ ტურნირზე წარუმატებელი სტარტი აიღო და 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

შენგელიამ 25:25 წუთში 16 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 იყო და მატჩის MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი თავის გუნდს 25:37 წუთში 12 ქულით და 2 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 24 ქულით შენგელიას თანაგუნდელი
ვინსენ პუარე იყო.

"ბასკონია" შემდეგ ტურში, 1 ნოემბერს "დარუშაფაკას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული