მამუკელაშვილის 8 ქულა, 12 მოხსნა და მარცხი "ნებრასკასთან"

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მეორე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა", რომელიც "ნებრასკას" შეხვდა და 57:80 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 35 წუთი გაატარა.

მამუკელაშვილმა 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 4-ივე საჯარიმო და 1 სამქულიანი კი ააცილა. სანდროს ანგარიშზე საბოლოოდ 8 ქულა, მატჩში უმეტესი 12 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. "სეტონ ჰოლში" 24 ქულით საუკეთესო იყო მაილს პოუელი.

"სეტონ ჰოლს" 1 მოგება და 1 მარცხი აქვს, შემდეგ მატჩს კი 18 ნოემბერს, შინ "სენტ ლუისთან" გამართავს.

altმამუკელაშვილმა ამერიკის

სტუდენტური ლიგის პირველ ტურში 7 ქულა ჩააგდო

altსანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა და 20-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება ესტონეთთან


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული