სანდროს 4 ქულა 2 წუთში - "სპურსმა" "ლეიკერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 126:102 გაიმარჯვა.

აღნიშნული შეხვედრის ბოლო მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე, როდესაც "ტეხასელები" 19 ქულით იგებდნენ, მოედანზე სანდრო მამუკელაშვილი გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 2 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

"სპურსის" ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ 23 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

"ლეიკერსიდან" ენტონი დევისმა თავი 30 ქულით, 13 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "სპურსი" 19
მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" მორიგ შეხვედრას 16 იანვარს, "მემფის გრიზლსის" წინააღდეგ გამართავენ.

"ლეიკერსი" 20 გამარჯვებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, "კალიფორნიელები" 16 იანვარს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორედ აშკარა უსამართლობასთან გვაქვს საქმე. თუმცა ძალიან ძლიერი კალათბურთელია სანდრო და მჯერა, რომ ნბა ში დაიმკვიდრებს თავს, თან ძალიან დიდი ხნით. სან ანტონიოს მწვრთნელთა შტაბისგან კიდე ნუ ქმნით რაღაცა ხელშეუხებელ გურუებს , ჩვეულებრივი ქლიავია ეს მითჩ ჯონსონი . უამრავ შეცდომას უშვებენ.
მმ
19:35 14-01-2025
0
ძალიან მწყდება გული სანდროს რომ ასე ცოტა დროს უთმობენ. რასაკვირველია აზრადაც არ გამივლია, რომ რაღაც უსამართლობასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, ალბათ მწვრთნელის მონახაზში ვერ ჯდება სანდრო. მაშინ ალბათ სხვა გუნდში უნდა გადავიდეს, თუნდაც ევროპაში. ცოდოა, ძალიან კარგი ბიჭია და ასე კვალიფიკაციას დაკარგავს.
დავით
12:51 14-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული