ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 86:77 სძლია "პანათინაიკოსს.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები წინ იყვნენ, ბოლო მეოთხედში სტუმრებმა ხელთ იგდეს ინიციატივა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ბასკურ გუნდს დარჩა.
შენგელიამ 28:19 წუთში 16 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით თავისი გუნდიდან საუკეთესო იყო.
ჯენინგმა 26:31 წუთში 12 ქულა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის
საუკეთესო მოთამაშე ბერძენთა გუნდის 35 წლის ამერიკელი ლეგიონერი კიტ ლენგფორდი იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 გახლდათ.
"ბასკონია" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.