ესპანეთის პირველობის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" სტუმრად 81:74 სძლია "ობრადარიოს".
ბასკური გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულას აგებდა, მაგრამ ბოლოს იძალა და გაიმარჯვა.
შენგელიამ 28 წუთში 19 ქულა ჩააგდო (10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ჯენინგმა თავის გუნდს 17 წუთში 2 ქულა შესძინა და 2-ჯერ მოხსნა ბურთი.
"ბასკონია" 8 მოგებით მე-2 ადგილზეა.