"ზაზა ფაჩულიას ისევ მეტოქის განზრახ დაზიანება სურდა?" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Parlons-basket.com-ი.
"მას შემდეგ, რაც კავაი ლეონარდი ზაზა ფაჩულიასთან კონტაქტის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, ქართველ კალათბურთელს "ბინძური" მოთამაშის რეპუტაცია აქვს, მისი ქმედება "ფილადელფიას" წინააღმდეგ კი ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს.
მსგავს ქცევებში ის წლების განმავლობაშია შემჩნეული, მაიკ მუსკალასთან შეჯახება კი ბუნებრივს ნამდვილად არ ჰგავდა. სწორედ ამიტომ ქართველის წინააღმდეგ კრიტიკის ახალი ტალღა წამოვიდა.
ზაზას მეტოქის დაზინება სურდა თუ ეს შემთხვევით გამოუვიდა? მისი ქცევების განსჯას თქვენ მოგანდობთ, NBA-ს კი მის მიმართ არანაირი რეაქცია არ ჰქონია და არც ქართველი დასჯილა." - ვკითხულობთ Parlons-basket.com-ზე.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი "დეტროიტში" მიმდინარე სეზონის წინ "გოლდენ სტეიტიდან" გადავიდა, სადაც ზედიზედ ორჯერ საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.
ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "დეტროიტის" უკვე ზედიზედ მე-5 მარცხი [VIDEO]
რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ჩატარებულ 15 სეზონში?