ისიანის დებიუტი ერთის მხრივ წარმატებული იყო და მეორეს მხრივ უიღბლო. მისი გუნდი ჰორაიზონ ლიგის ჩემპიონატის მე-4 მატჩში (მანამდე სამივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა) "ჩრდილო კენტუკის" ხვდებოდა. ქართველი ფორვარდი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თამაშის მე-14 წუთზე მოედანზე დაცემისას თავი
იმ 11 წუთში, რაც მოედანზე იყო, ვილი საკმაოდ პროდუქტიულად გაისარჯა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 9 ქულასთან ერთად 1 ჩაჭრა მოაგროვა. მიუხედავად მისი სიმაღლისა (204 სმ), ისიანი პერიმეტრიდან თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. მისი 3 სამქულიანის წყალობით დეტროიტელები მხოლოდ 4-6 ქულით აგებდნენ, თუმცა შემდეგ, დიდი სხვაობით ჩამორჩნენ და საბოლოოდ უშანსოდ - 73:95 წააგეს.
3 მოგებითა და 1 მარცხით "დეტროიტ ტიტანსი" 10-გუნდიან ჰორაიზონ ლიგაში 2-4 ადგილებს "ოკლენდთან" და "ჩრდილო კენტუკისთან" იყოფს, ხოლო ლიდერი დაუმარცხებელი "გრინ ბეია". 5-10 ადგილებზე კი გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი: "რაით სტეიტი", IUPUI, "ილინოის-ჩიკაგო", "მილუოკი", "იანგსთაუნ სტეიტი" და "კლივლენდ სტეიტი".
შემდეგ მატჩს "დეტროიტ ტიტანსი" 12 იანვარს, შინაურ არენაზე, ჰორაიზონ ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ "გრინ ბეისთან" გამართავს.
მამუკელაშვილმა 11 ქულა ჩააგდო - "სეტონ ჰოლმა" ზედიზედ მეშვიდედ მოიგო
მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით.