
ამასობაში კი სტუდენტური ლიგა დაიწყო. სანამ საქმე დივიზიონების მატჩებამდე მიდგებოდეს, გუნდები პირადად შედგენილი, მეტოქეებთან შეთანხმებული კალენდრით იწყებენ გახურებას. პირველი მატჩი გამართა მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა", რომელმაც "ვაგნერის უნივერსიტეტი" 105:71 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა,
3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 7-იდან 5 ორქულიანი, 4-იდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამივე სამქულიანი კი არაზუსტად სტყორცნა.
მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 9 ნოემბერს, შინ "სთოუნი ბრუკთან" გამართავს.
გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" სტუმრად "ნიკოლსის შტატის უნივერსიტეტს" ოვერტაიმში, 78:70 მოუგო. მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრებმა 12:4 მოიგეს.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 2-იდან ორივე სამქულიანი, 7-იდან 2 ორქულიანი და 3-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.
"ილინოისი" მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, სტუმრად "გრან კანიონთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით