ტედ მაკფადენის "იბეროსტარმა" "ბარსელონა" დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა ლეგიონერმა ესპანეთის ჩემპიონატში საამაყო გამარჯვება იზეიმა. მაკფადენის “ტენერიფე იბეროსტარმა” ლიდერ “ბარსელონას” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მე-2 მარცხი აგემა – 63:57.

მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:12 წუთში 3 ქულა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ტენერიფელებს 11 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩი კი 9 თებერვალს, ისევ შინ, “ბურგოსთან” ელით.

მომზადებულია
GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული