"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NCAA-ს Big 10 კონფერენციაში გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" "რატჯერსი" ოვერტაიმში 99:94 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.

35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და 1 პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.

"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - ასე გამოეხმაურა "ილიონოისის" Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.

"ილინოისმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს
"ოჰაიო სტეიტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული