მცირე პაუზის შემდეგ ვილი ისიანმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 31 იანვრის შემდეგ ისიანის გუნდმა "დეტროიტ მერსი ტიტანსმა" 8 მატჩი გამართა, საიდანაც ქართველმა ფორვარდმა 4 ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო 4-ში ჯამში 8 ქულა ჩააგდო.
6 მარტს გამართულ შეხვედრაში კი ვილიმ თავი 14 ქულას მოუყარა, თუმცა მისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა. დეტროიტელები სტუმრად "ჩრდილო კენტაკის" შეხვდნენ და გულუხვ მატჩში 88:99 დამარცხდნენ.
ისიანმა სასტარტო ხუთეულში – 33 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა
3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ვილიმ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
ამით დასრულდა ჰორაიზონ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც ისიანის გუნდმა 8 მოგებითა და 10 მარცხით დახურა და მე-7 ადგილი დაიკავა. ახლა პლეი-ოფის დროა, რომლის კალენდარიც მალე გამოქვეყნდება.
მომზადებულია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საიტის მიხედვით
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ვილი ისიანი სხვა ამპლუაში - ქართველმა "ვიკინგს" 11 ქულა ჩაუგდო