ტრავმის მიღებიდან 88 დღის შემდეგ თორნიკე შენგელიას ვარჯიშის ნება დართეს

AutoSharing Option
"ბასკონიას" კაპიტანს თორნიკე შენგელიას ვარჯიშის ნება დართეს.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ შენგელიამ ექიმ მიკელ სანჩესთან კონსულტაცია გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მიიღო.

მას მუხლის ტრავმის გამო 88 დღე გაუცდა და თავის გუნდს სეზონის დასკვნით ნაწილში ლიგა ენდესაზე და ევროლიგაზე დაეხმარება.

თორნიკემ ტრავმა "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ფაკუნდო კამპასოსთან შეჯახებისას მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული